ნემანია ვიდიჩი სამწვრთნელო კარიერის წამოწყებას ინგლისში აპირებს
ნემანია ვიდიჩს უნდა, რომ ინგლისურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში და იმასაც აღნიშნავს, რომ ერთ-ერთია იმ ყოფილ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც “მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბში უნდათ მუშაობა.
“ამ საქმიანობისთვის მზადება წლების წინ დავიწყე. “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნისას მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთან, სერ ალექს ფერგიუსონთან მიწევდა მუშაობა, რაც დიდად დამეხმარა.
ფერგი ფეხბურთელებისგან ძალიან ბევრს ითხოვდა, თუმცა რაც მთავარია, მას სწამდა თავისი ფეხბურთელების. ამას მის თვალებში ვკითხულობდი. იმ მომენტშიც კი, როცა საკუთარი თავისადმი რწმენა მეკარგებოდა, მას მაინც სჯეროდა ჩემი. ეს უდიდესი ძალაა.
ვფიქრობ, რომ გუნდის თავკაცობა საკმაოდ კარგად შემიძლია. მინდა სამწვრთნელო კარიერა ინგლისში წამოიწყო. “მანჩესტერში” მუშაობა? ეს ჩემი ოცნებაა.” – განაცხადა ყოფილმა “წითელმა ეშმაკმა”.