ნემანია ვიდიჩმა კარიერა დაასრულა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, მცველმა ნემანია ვიდიჩმა მოთამამაშის კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
„ბუტსების ლურსმანზე დაკიდების დრო მოვიდა. მუდმივმა ტრავმებმა, რომლებიც ბოლო წლებში მაწუხებდნენ, თავისი როლი ითამაშეს. მინდა ყველა გუნდის თანაგუნდელს მადლობა გადავუხადო. ასევე იმ გულშემატკივრების მადლიერი ვარ, რომლებიც მხარს მიჭერდნენ“, – ციტირებს ვიდიჩს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალური ვებსაიტი.
34 წლის სერბის ბოლო კლუბი მილანის „ინტერი“ იყო, „ნერაძურისთან“ კონტრაქტი მან იანვარში გაწყვიტა. „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე ის ჯერ „ცრვენა ზვეზრდას“, ხოლო შემდეგ მოსკოვის „სპარტაკის“ ფერებს იცავდა. მანჩესტერულ კლუბს ვბიდიჩი 2006 წლის იანვარში შეუერთდა და მასთან ერთად ხუთჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა, 2008 წელს კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
სებეთის ნაკების ღირსებას ნემანია 2006 წლიდან 2011 წლამდე იცავდა და 56 შეხვედრაში 2 გოლიც გაიტანა.