ნიანგი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
იტალიური მედიის ცნობით, “მილანის” კუთვნილებაში მყოფი მ’ბაიე ნიანგი სეზონის ბოლომდე ბრიტანული “უოტფორდის” ღირსებას დაიცავს.
როგორც ცნობილი ხდება, სეზონის ბოლოს ინგლისურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. კლუბებმა ნიანგი 18.5 მილიონ ევროდ შეაფასეს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფრანგი ფეხბურთელის გადაბირებას “ბარნლიც” ცდილობდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსფერში მთავარი როლი “უოტფორდის” თავკაცის, უოლტერ მაცარის ფაქტორმა ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ნიანგი, რომელსაც დეკემბერში 22 წელი შეუსრულდა, “მილანში” “კაენიდან”, 3 მილიონ ევროდ გადაბარგდა 2012 წლის აგვისტოში.