ნიანიონმა ბოდიში მოიხადა
“სევილიას” 22 წლის მცველმა, ჟორის ნიანიონმა “ლივერპულთან” მატჩში მომხდარის გამო საჯაროდ მოიბოდიშა.
როგორც იცით, მატჩის 76-ე წუთზე ნიანიონმა “ლივერპულის” ახალგაზრდა ნახევარმცველს იასერ ლარუსის ფეხი განზრახ ამორტყა. მერსესაიდელთა 18 წლის ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ მას მუხლზე ფიქსატორები დაუყენეს, კლოპმა კი თქვა, რომ მოთამაშე უფრო სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.
“მინდა, საჯაროდ მოვუბოდიშო “ლივერპულს”, ფეხბურთელის ოჯახსა და გულშემატკივრებს. ეს ჩემი მხრიდან საშინელი აქციელი იყო. ვლოცულობ მოთამაშისთვის და მისი ოჯახისთვის”, – აცხადებს ნიანიონი.
— Joris Gnagnon (@Gnagnon_39) July 22, 2019
Joris Gnagnon from Sevilla should be banned from sports #sevilla #liverpool #lfc #fenwaypark #soccerbible #football #laliga #epl #friendlymatch #badtackle #lfctv
video: LFCTV pic.twitter.com/SANss46YBK— Ian Johan Ariff (@Ian_AWANI) July 22, 2019