ნიგერიაში ფეხბურთელების ავტობუსს ესროლეს – დაშავებულია ხუთი მოთამაშე
„კანო პილარსის“ ნიგერიის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი გუნდის ავტობუსზე შეიარაღებული თავდასხმის გამო გადაიდო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გუნდი „ჰარტლენდთან“ სათამაშოდ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიემგზავრებოდა. შედეგად, ხუთი მოთამაშე დაშავდა.
„ყაჩაღობის შემდეგ ყველანი შოკში ვართ. მათ უბრალოდ ავტობუსის მიმართულებით სროლა დაიწყეს. გაჩერების შემდეგ მათ ფული გვთხოვეს. გარდა ამისა, მობილური ტელეფონებიც წაგვართლეს. შემდგომ, რამდენიმე ფეხბურთელს ესროლეს და გაიქცნენ. დიდი მადლობა, რომ ყველა ცოცხალი დარჩა“, – განაცხადა ნახევარმცველმა აიზეკ ლოუტემ.