ნიგერიის 17-წლამდელთა ნაკრები მუნდიალის გამარჯვებული გახდა
დღეს მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური მატჩი შედგა, რომელშიც ერთმანეთს ნიგერიისა და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა აფრიკის კონტირენტის წარმომადგენლის დამაჯერებლი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
მატჩის მე-9 წუთზე აგირემ საკუთარ ანგარიშზე ავტოგოლი მიითვალა. მექსიკელთა მდგომარეობა მეორე ნახევრის მე-11 წუთზე გაუარესდა, როდესაც იენაჩომ სხვაობა ორამდე გაზარდა. წერტილი კი მუჰამედმა დასვა, რომელმაც მეკარე დუგინიოს კარი 81-ე წუთზე აიღო.
ნიგერია – მექსიკა 3:0
გოლები: აგირე 9 (ავტოგოლი), იენაჩო 56′, მუჰამედი 81′
ნიგერია: ალამპასუ, მუჰამედი, აბუბაკარი, ბელო, ოკონი, ნვაკალი, იდოვუ, ალფა (ეზე 80′), იეანაჩო, იაია, ავონიი
მექსიკა: გუდინიო, აგირე, ვრიასი, ტერანი, როდრიგესი, ლუის ერნანდესი (ტოვარი 46′), რივასი, გოვეა (ერიკ ერნანდესი 68′), ოჩოა, დიასი, ჰაიმესი (გრანდოსი 60′)