ნიკა კაჭარავა: “საბოლოო შედეგი გულდასაწაყვეტია”

თარიღი: ოქტომბერი 12, 2020

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ სომხეთთან გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, საქართველომ სომხეთთან ფრედ 2:2 ითამაშა. ჩვენი გუნდის მხრიდან ერთ-ერთი გოლი სწორედ კაჭარავამ გაიტანა.

“ნაკრებში გატანილი გოლი, ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა. მაგრამ ცუდია, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ. თამაშიდან გამომდინარე გულდასაწყეტია საბოლოო შედეგი. უპირატესობას ვფლობდით, შეგვეძლო მეტის გატანა და ნაკლების გაშვება.

რაც მთავარია, ყველაფერი წინ არის, ისევ თანაბარი ქულები გვაქვს ჯგუფის სათავეში. შემდეგ თამაშზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული”, – ციტირებს კაჭარავას სიტყვებს GFF.GE

მსგავსი სიახლეები