ნიკა კვეკვესკირი მოლდოველ ჟურნალისტებს: “იცით, რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა?!”
გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში მოლდოვამ “ზიმბრუ არენაზე” საქართველო მიიღო. დაძაბულ ბრზოლაში ოთხი გოლი გავიდა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
მატჩის შემდეგ მოლდოვურ პრესასთან ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა.
– როგორ შეაფასებთ შეხვედრას?
– ეს იყო რთული მატჩი, რომელშიც ორი გუნდი იბრძოდა გამარჯვებისთვის. ისეთი სიტუაცია იყო ჯგუფში, რომ როგორც ჩვენ, ასევე მოლდოვას სამი ქულა გვჭირდებოდა.
ამ გადმოსახედიდან ფრე კარგი შედეგია. პირველ ტაიმში ორი გოლი გავუშვით და ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა ნამდვილად დადებითად უნდა შეფასდეს.
– როგორ თვლით, დაიმსახურეთ ფრე?
– რა თქმა უნდა, დავიმსახურეთ! მეორე გოლის გაშვების შემდეგ, რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და კიდევ, მინიმუმ, ორი გოლი უნდა გაგვეტანა. ასე, რომ, ჩემი აზით, მოგებასაც ვიმსახურებდით. თუმცა, მოლდოვასაც შეეძლო და ისიც იმსახურებდა სამ ქულას. მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა.
თუ ობიექტურად შევაფასებთ, 2:2 სამართლიანი შედეგია!
– მოლდოვას აკლდა ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი: გაცკანი და იონიცე. იცოდით ამის შესახებ?
– და, თქვენ თუ იცოდით, რამდენი მოთამაშე გვაკლდა?! არა? სასტარტო შემადგენლობის შვიდი ფეხბურთელი დღეს არ გვყავდა. ასე, რომ მეტოქის დანაკლისი ჩვენთვის სულაც არ ყოფილა დიდი სარგებლის მომტანი.
უნდა გახსოვდეთ, რომ ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. იმის თქმაც დაზუსტებით შეგვიძლია, რომ ჩვენმა ამხელა დანაკლისმა თქვენზე დადებითად იმოქმედა და უპირატესობა მოგცათ. თუმცა, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ და არც ვფიქრობდით, რადგან ვანცობიერებთ, რომ ეს ამ სპორტისთვის სრულიად დამახასიათებელია.
მადლობა და მოლდოვის ნაკრებს მომდევნო შეხვერდებში გამარჯვებას ვუსურვებ!