ნიკა კვეკვესკირი შვეიცარიის წინ: “ჩვენი თამაში ვიპოვეთ”

თარიღი: მარტი 21, 2019

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის უკვე სამი დღეა სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, სავარჯიშო პროცესი კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. ვატო არველაძემ, რომელიც საწვრთნელის პროცესი საწყის ეტაპზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. დღევანდელი სავარჯიშო პროცესის ძირითადი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში 21 მარტს, საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე ხვალ ივარჯიშებს.

ნიკა კვეკვესკირი წლის პირველ მატჩთან დაკავშირებით:

„გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგის და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ ფეხბურთელებს პირველ რიგში გვაინტერესებს ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით.

რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შესაბამისად, თავდაჯერება მოგვემატა. ამას, რა თქმა უნდა, ემატება მაყურებლის ფაქტორი. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა და მითუმეტეს ასეთ მატჩზე განსაკუთრებით გვჭირდება მათი დახმარება.

ყველა მოთამაშე მოტივირებულია და ელოდება შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.“

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიო: “იმედი მაქვს, ავტობუსში ყველა ისევეა გულდაწყვეტილი, როგორც მე” (ფოტო

29 ოქტომბერს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ტოტენჰემი” სტუმრად ბელგიურ “ანტვერპენს” დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა. მატჩის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “მე ვირუსს მოვუგე, მაგრამ შენ ზლატანი არ ხარ”

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კამპანიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლომბარდიის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს კორონავირუსისა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრისტიან ვიერი: “როდესაც მესი კარიერას დაასრულებს, ტელევიზორს გადავაგდებ”

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტიან ვიერიმ “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანი და ლიონელ მესი “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ (ფოტო)

28 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “იუვენტუსი” 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

რომელმა ხუთმა კლუბმა გამოთქვა კვარაცხელიას დამატების სურვილი ბოლო 3 თვეში

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ქართველი ფეხბურთელის კარიერის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კაცი მწვრთნელი ქალების გასახდელში უნებართვოდ შედიოდა” – ქართველი ფეხბურ

ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განცხადებას აქვეყნებს და სასამართლოში ქალი ფეხბურთელების უფლებებს დაიცავს, რომლებიც სექსუალური და [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

3 წითელი ბარათი, გინება, ნივთის სროლა – არეულობა “თელავი” – “

28 ოქტომბერს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში “თელავმა” საკუთარ მოედანზე “საბურთალო” მიიღო და ფრედ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალოს” “თელავის” წინააღმდეგ სათადარიგო სკამზე 3 ფეხბურთელი ჰ

ეროვნული ლიგის მე-14 ტურში “თელავი” “საბურთალოს” მასპინძლობს და მე-20 წუთზე ანგარიში 1-1 არის. თბილისელთა მხრიდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დორტმუნდის “ბორუსიას” ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვას სურს!

ცნობილი რუსული გამოცემა Championat-ის ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსიას” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს. “ხვიჩას მიმართ დაინტერესება...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქობულეთის “შუქურას” 6 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის “შუქურას” 6 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა და “შუქურასა” და “შევარდენის” გადადებული მატჩი 25 ნოემბე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისი: “ხვიჩა კვარაცხელია დორტმუნდის “ბორუსიაში” სათამაშოდ მზად

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ხვიჩა კვარაცხელიას დორტმუნდის “ბორუსიაში” შესაძლო ტრანსფერის საკითხს გამოეხმაურა. რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუ: “PCR ტესტი სისულელეა”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ სოციალურ ქსელ Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თავს კარგად […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” – “რომას” მსაჯს ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

იტალიური გამოცემა Mediaset ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “მილანი”-“რომას” მატჩის მთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენზემამ მესის, რონალდუსა და რაულის შედეგი გაიმეორა

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” ქამბექი შეასრულა (2:2) და მადრიდშ...
წაკითხვა