ნიკა ქორიძე – იტალიაში მოთამაშე ახალგაზრდა ქართველი

თარიღი: ოქტომბერი 30, 2014

საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი იშვიათობაა, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს და ერთ-ერთი მათგანი 17 წლის ნიკა ქორიძეა, რომელიც იტალიური “რეჯიანა 1919”-ის ღირსებას იცავს. Fanebi.com მოთამშეს იტალიაში დაუკავშირდა და მცირე ინტერვიც ჩამოართვა.

– ფეხბურთის თამაში სად დაიწყე?

– წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. 6 წლის ასაკში თბილისში ჩამოვედი და “ირაოში” მივედი. ეს სპორტსკოლა დღეს აღარ არის, თუმცა მაშინ საკმაოდ პერსპექტიულად ითვლებოდა. ჩემი პირველი მწვრთნელი, რომელმაც თბილისში დარჩენაზე დამიყოლია, ზურა გაბატაშვილი იყო. ჩემი ნახვის შემდეგ მან ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და თბილისში გადმომიყვანა საცხოვრებლად.

– იტალიაში როგორ მოხვდი?

– 4 წლის წინ შვედეთში გამართულ ერთ-ერთ ტურნირზე ნაკრებთან ერთად გავემგზავრე, სადაც ჩემით “იუვენტუსი” დაინტერესდა. თმცა, იმის გამო, რომ იქ უცხო ქვეყნის პატარა ასაკი ფეხბურთელის დამატება პრობლემატურია, გამიშვეს “რეჯიანაში”, სადაც სინჯების გავლის შემდეგ ჩემი დარჩენა გადაწყდა. სამწუხაროდ, საბუთების მოგვარებამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო და აქ მხოლოდ აგვისტოში შევძელი ჩამოსვლა.

3

– კლუბის შესახებ რისი თქმა შეგიძლია?

– მთავარი გუნდი ამჟამად სერია C-ში ასპარეზობს, თუმცა სერია B-ში დაწინაურების საკმაოდ კარგი შანსი აქვს. აკადემიაც ძალიან ძლიერია და თანამშრომლობს ისეთ კლუბებთან როგორებიცაა: “მილანი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”. 

– უცხო გარემოასთან შეგუების პრობლემა ხომ არ გქონია?

– შეგუება არ გამჭირვებია. 4 წლის წინ სინჯების დროს რა ფეხბურთელებიც იყვნენ, ძირითადად ისევ ისინი დამხვდნენ. ენობრივი ბარიერიც არ მქონია, იმიტომ რომ ინგლისურად საუბრის პრობლემა არ მაქვს. ასე რომ, შეგუება რთული არ ყოფილა. 

nakrebi

– სანაკრებო თემასაც შევეხოთ. 17-წლამდე ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე გაქვს… 

– დიახ, ნაკრებში საკვალიფიკაციოც და ელიტრაუნდიც ვითამაშე. იყო დადებითი მომენტებიც, თუმცა მაყურებელი ჩვენი თამაშით კმაყოფილი არ ყოფილა. იმედი მაქვს, მომავალში უკეთეს შედეგები გვექნება.

– საყვარელი კლუბი და მოთამაშე თუ გყავს?

– საყვარელი კლუბი მადრიდის “რეალია”. რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ. ფეხბურთელებიდან ზიდანს გამოვარჩევდი, თუმცა მოქმედი მოთამაეებიდან ინიესტას სტილი მომწონს. მესიზე და რონალდუზე კი უბრალოდ აღარაფერს ვამბობ…

1781998_1455334264685398_2049944819_n

– რომელია შენი საყვარელი პოზიცია მოედანზე და როგორი სტილის ფეხბურთს ანიჭებ უპირატესობას?

– სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთი მიყვარს. თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია, თუ ეს გუნდს სჭირდება. თუმცა, ყველაზე მეტად გამთამაშებლად მიყვარს თამაში.

– შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდი?

– იანვარში კონტრაქტს ველოდები და ვნახოთ რა იქნება. რაც მთავარია ევროპაში ვარ და აქედან დიდ გუნდამდე უკვე ერთი ნაბიჯია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიო: “ტოპ-მოთამაშისთვის გამართლება არ არის სისტემასთან, მწვრთნელთან ვერშეგუება&

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უმაღლესი დონის ფეხბურთელების არსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “ახლა ორი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, ვისიც მეტოქეებს შეეშინდებათ”

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “კალიარისთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, “როსონერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ნომრით ითამაშებს მაირო მანჯუკიჩი “მილანში”?

მარიო მანჯუკიჩმა “მილანში” მაისურის ნომერი აირჩია. Sky Sport Italia-ს ცნობით, ხორვატი თავდამსხმელი “როსონერიში” 9 ნომრით [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩმა “კალიარის” გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Cagliari 0-1 Milan – Ibrahimovic Follow @Fastgoal2 and don't miss a goal pic.twitter.com/wMEunRh87C […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“პსჟ”-ის სპორტდირექტორი: “გუნდში დარჩენას არავის შევეხვეწებით”

“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და გუნდში ნეიმარისა და კილიან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” დონარუმას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, მინო რაიოლა გაზრდილ ხელფასს ითხოვ

“მილანი” გუნდის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. “როსონერი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ აბრაჰამმა ბუნდელსიგაში ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ მაისური მსაჯს გაუცვალა (ვიდეო)

17 იანვარს, გერმანიის ბუნდესლიგაში ფრანქფურტის “აინტრახტმა” საკუთარ მოედანზე “შალკე” 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა მცველმა, დავიდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი: “ვაპატიებ მესის? ჯერ არ ვიცი”

კატალონიის “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს “ატლეტიკმა” დაამარცხა (2:3). მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” კოშმარი – მარსელინოს საინტერსო რეკორდი

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონას” ქამბექი შეუსრულა ბილბაოს “ატლეტიკმა” და 2015 წლის შემდეგ თავის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰენდერსონი: “მსაჯის სასტვენი რომ არა, მანე ერთი ერთზე გადიოდა”

მერსესაიდული “ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ დასრულებული მატჩის ერთ-ერთ კონტრავერს...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირლო: “ინტერის” შემტევი სტილის გვეშინოდა, მხდალები ვიყავით”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, მილანის “ინტერთან” განცდილი მარცხის (2-0) შემდეგ პრესის წარმომადგენლე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის აქვს უფრო მეტი წითელი ბარათი, მესის თუ რონალდუს?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აქტუალური ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარება გახლდათ. ესპანეთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩაკვეს და კვარას მაკედონიასთან შეცვლიდა!

დღეს ოფიციალურად დადასტურდა გიორგი არაბიძის ტრანსფერი რუსულ “როტორში”, რომელშიც საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი – ბექა […]...
წაკითხვა