ნიკა ჭანტურია: “სეზონს საუკეთესო ფორმაში შევხვდით”

თარიღი: აპრილი 15, 2020

24 წლის ნიკა ჭანტურია თბილისის “ლოკომოტივის” შეუცვლელი წევრი და მნიშვნელოვანი ფიგურაა. “ლოკომოტივმა” მიმდინარე სეზონი საუკეთესოდ დაიწყო და ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. გუნდი, ისევე როგორც ჭანტურია, ახალი სეზონისთვის ძალიან კარგად მოემზადა. Fanebi.com ნიკას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

– კორონავირუსმა ქართული გუნდებიდან “ლოკომოტივს” ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა. გუნდი საუკეთესო ფორმაში იყო და კორღალიძეც წავიდა. როგორ ფიქრობ, შეძლებს გუნდი იმას, რომ ოპტიმალურ ფორმას დაუბრუნდეს?

– პირველ რიგში, მინდა საჯაროდ გამოვხატო მადლიერება და მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ჩვენ დასაცავად და ვირუსის შესაჩერებლად ამ რთულ პერიოდში. რაც შეეხება სეზონს, დიახ, სწორად აღნიშნეთ, როგორც პირველმა ორმა ტურმა აჩვენა, საკმაოდ კარგ ფორმაში ვიყავით და ალბათ, ყველაზე მომზადებულები შევხვდით სეზონის სტარტს.

გუნდისთვის მწვრთნელის წასვლა ყოველთვის რთულია, თან, როდესაც მწრთნელს ასეთი შედეგები ჰქონდა. ძალიან საწყენია, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ლევანს და წარმატებები ვუსურვო კარიერაში.

“ლოკოში” ძალიან გამოცდილი თავკაცი დაინიშნა, რომელსაც დიდი გამოცდილება და საკმაოდ დიდი დროც აქვს, გუნდი სათანადოდ მოამზადოს. ვცდილობთ კონდიციები შევინარჩუნოთ. მჯერა “ლოკომოტივი” ფრუიძის ხელშიც წარმატებულად გააგრძელებს სეზონს.

–  ფრუიძესთან ვარჯიშებს ზუმში ატარებთ. ვარჯიშები 40-წუთიანია თუ ბატონი სოსო ზუმში შემოსვლას მეორეჯერაც გთხოვთ? (აპლიკაცია ზუმს 40-წუთიანი ლიმიტირებული ვერსია აქვს)

– ზუმში ძირითადად ფიზ.მომზადების მწვრთნელის მიერ მომზადებულ სამუშაოს ვასრულებთ სახლის პირობებში, მაგრამ ამ დროს მთელი სამწვრთნელო შტაბი ჩართულია პროცესში. დაახლოებით დარბაზში ვარჯიშის დატვირთვა აქვს, რათა სხეული ტონუსში იყოს. არი შემთხვევა, როდესაც განსაზღვრულ დროში ვეტევით, თუ არა, არც ხელმეორედ შესვლა არის პრობლემა.

– ეროვნული ლიგის ოთხივე წრის ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორი ფორმატით უნდა ჩატარდეს ჩემპიონატი?

– მთავარია სიტუაცია მალე დასტაბილურდეს. როგორც ვიცით, ფედერაცია აქტიურად განიხილავს ჩემპიონატის ორ წრედ ჩატარების ვარიანტს. ვფიქრობ, საინტერესო და მისაღები იქნება 2-წრედ ჩატარება. ანუ გაგრძელება ჩემპიონატის, პლუს პირველი ორი ტურის ჩათვლით, რაც ვითამაშეთ.

–  “ლოკომოტივს” საკმაოდ დაბალანსებული გუნდი ჰყავს, რამდენიმე ფეხბურთელიც ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილებით. რა მიზნებისთვის შეუძლია კლუბს ბრძოლა?

– გუნდის მიზანი მაქსიმალურად კარგად გამოსვლა იქნება ევროტურნირებზე და შიდა ჩემპიონატში ბრძოლა უმაღლესი მიზნებისთვის, როგორც ჩემპიონატში, ასევე თასზე.

– თქვენ მიმართ განსაკუთრებით დიდი მოლოდინი იყო. ახალგაზრდული ნაკრებები, თბილისის “დინამოს” კაპიტანი 20 წლის ასაკში. როგორ ფიქრობთ, რომ არა ტრავმა, დღეს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდათ?

– მოგეხსენებათ, 20 წლის ასაკში ტრავმა მივიღე, როდესაც “დინამოში” ვთამაშობდი. მანამდე საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონდა ახალგაზრდულ ასაკში. ყველაზე მეტად რა პერიოდშიც პროგრესი უნდა განმეცადა, ზუსტად ეგ 2 წელი გამიცდა 2 მძიმე ტრავმის გამო, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. არავის ვუსურვებ მსგავს, მაგრამ ამ ყველაფრისგან არავინაა დაზღვეული. ვფიქრობ, მაგ პერიოდში საკმაოდ კარგი შანსი მქონდა წამყვან ჩემპიონატში თამაშის, დაინტერესებიდან გამომდინარე.

 – ბოლო სეზონებია საკმაოდ სტაბილურად გამოიყურებით და “ლოკოს” შეუცვლელი ფიგურა ხართ. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაგაგვიანდათ მაინც ევროპაში ძალების მოსინჯვა?

– ორი წელი გამიცდა, მაგრამ ახლა რაც მთავარია, არაფერი მაწუხებს და მესამე წელია უკვე სტაბილურად ვთამაშობ და თავს კარგად ვგრძნობ. “ლოკომოტივი” ევროთასებზე იასპარეზებს და პლუს, ჩემპიონატში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ აუცილებლად. ეს ყველაფერი შანსს მისცემს თითოეულ ფეხბურთელს სხვა ძლიერი ჩემპიონატებში მოსინჯონ ძალები. ასე რომ, ვთვლი, ყველაფერი წინაა.

– როგორ ატარებთ თვითიზოლაციაში დროს?

– დღეში, ხშირ შემთხვევაში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, მაგრამ დასვენების პერიოდში, ალბათ, სტანდარტულად ვცდილობ დავიცვა ყველა რეკომენდაცია. ვუყურებ სხვადასხვა სერიალს და დოკუმენტურ ფილმს. ზოგადად ძალიან მიყვარს დოკუმენტური ან რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმების ყურება.

გულწრფელად გეტყვით, ამ ეტაპზე არაფერს ვკითხულობ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ დავასრულე ძალიან კარგი წიგნი ნელსონ მანდელას ცხოვრების შესახებ.

– სახლიდან გასვლის შემდეგ პირველი რას გააკეთებ?

– პირველ რიგში, ჩემ მეგობრებს ვნახავ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ცნობილია საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა

ცნობილი ხდება საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. Sports Illustrated-ის ინფორმაციით, ტურნირი, რომელიც 2021 წლის დეკემბერში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალბუენა: “უკვე ექვსი წელია ვიცდი, საქმეს ბოლომდე მივიყვან”

მატიე ვალბუენას შანტაჟის თემაზე ვერსალში სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც იცით, “ოლიმპიაკოსის” ამჟამინდელი ფეხბურთელი კარიმ ბენზემას [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტუხელი ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესის არსებობას ადასტურებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, პრესასთან საუბრისას ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის მიმართ ინტერესის არსებობა არ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლმა” მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

“ნიუკასლ იუნაიტედის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას გუნდიდან მთავარი მწვრთნელის წასვლის შესახებ. სტივ ბრიუსმა “კაჭკაჭე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც დაბრუნება ვერ შეძლო!

ძალიან ბევრი ქართველი ტალანტი, რომელთა იმედი მთელ საქართველოს ჰქონდათ, ტრავმებმა გააწამეს და ფეხბურთის ნორმალურად თამაშის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “მე და მესიმ პენალტები გავცვალეთ”

19 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლაიფციგი” მიიღო და მეტოქე 3:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იოზილი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, მესუთ იოზილს ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნების ძალიან კარგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ ჩამოართვა სიმეონემ კლოპს ხელი?

ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულმა” ისტორიაში პირველად შეძლო მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხება (2-3). მატჩის შემდეგ კამერებმა საინტერე...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა მესიმ პენალტი “ლაიფციგთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო MESSI CHIP HIS PEN BRO THE GREATESTTTTTT pic.twitter.com/zIIcIKt7QL — Galu (@PSGalu) October 19, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გოგონა, რომელთანაც მაურო იკარდიმ ვანდა ნარას უღალატა (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ ვანდა ნარამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაურო იკარდიმ მას უღალატა. როგორც მოგვიანებით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედერაციის თავდაცვა, გულშემატკივარი და ჩემპიონობა ბათუმში

ხვალ ეროვნული ლიგის 30-ე ტური გაიმართება და ცენტრალური მატჩი ბათუმში ორ “დინამოს” შორის შედგება. ცხრილში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკარდი “პსჟ”-ის დატოვებით იმუქრება, თუ მეუღლე არ დაუბრუნდება

RMC Sport-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მაურო იკარდი კლუბის დატოვებით იმუქრება, თუ მეუღლე ვანდა ნარა […]...
წაკითხვა