ნიკლას ბენდტნერმა კარიერა დაასრულა
ნიკლას ბენდტნერმა 33 წლის ასაკში მოთამაშის კარიერა დაასრულა.
დანიელმა თავდამსხმელმა კარიერა ლონდონის “არსენალში” დაიწყო. სხვადასხვა დროს ითამაშა “იუვენტუსში”, “ბირმინგემში”, “სანდერლენდში”, “ვოლფსბურგში”, “ნოტინგემ ფორესტში”, “როსენბორგსა” და “კოპენჰაგენში”. ბოლოს ის დანიის მე-4 დივიზიონში “ტორნბიში” ირიცხებოდა.
ამჟამად ბენდტნერს მეგობარ გოგონა ფილინ როფსტორფთან ერთად რეალითი შოუა აქვს, რომლის მთავარ როლშიც სწორედ ეს წყვილია. მან სწორედ ამ შოუში განაცხადა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.
“ფეხბურთის თამაში ყოველდღე მომენატრება, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ახლა ამ საქმის დასრულების დროა. ვიპოვი იმას, რაც ისეთივე სიამოვნებას მომანიჭებს, როგორსაც ფეხბურთი მანიჭებდა წლების მანძილზე. სპორტის ეს სახეობა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მას მთლიანად ვერ მოვწყდები. სწორედ ამიტომ ახლა სამწვრთნელო განათლებას ვიღებ”, – თქვა ბენდტნერმა.