ნიკო კოვაჩი: “შესაძლო მეტოქეთა შორის ყველაზე ძლიერი შეგხვდა”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ბავარიელებს მეტოქედ “ლივერპული” ერგოთ.
“მოხარულნი ვართ, რომ ასე დიდებულად დავწყვილდით. “ლივერპული” ჩვენს შესაძლო მეტოქეთა შორის ყველაზე ძლიერი იყო. ინგლისელებმა შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს, წელს კი ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ჩვენ “ბაიერნი” ვართ და მეტოქემ იცის, რომ საპასუხო მატჩის ჩასატარებლად ჩვენთან სტუმრობა ელის. ასე რომ, შანსებს თანაბრად ვაფასებ – 50 50-ზე”, – ციტირებს კოვაჩის სიტყცებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
წყვილის პირველი შეხვედრა “ენფილდზე”, 19 თებერვალს ჩატარდება, განმეორებით მატჩს კი “ალიანც არენა” 13 მარტს მიიღებს.