ნიკო კოვაჩმა “ბაიერნის” ამჟამინდელი ფორმა შეაფასა
მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგის კიდევ ერთ სეზონს იწყებს მოწოდების სიმაღლეზე. “შტუტგარტთან” მოგებული მატჩის (0:3) შემდეგ, “რეკორდმაისტერის” თავკაცმა პრესასთან ისაუბრა.
“გუნდი, ისევე როგორც მისი თითოეული წევრი მშვენივრად გამოიყურებოდა, რისთვისაც მინდა, მივულოცო მათ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ოთხივე მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ.
დღეს გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა – 12:0 კუთხურებში, ბურთის ფლობის დიდი უპირატესობა და ძალიან ბევრი საგოლე მომენტი. მინდა გუნდს მადლობა გადავუხადო ასეთი შედეგისთვის,” – აცხადებს კოვაჩი.
შეგახსენებთ, რომ “მიუნხენელებმა” 46 წლის სპეციალისტთან ერთად გერმანიის სუპერთასი მოიგეს (5:0) “აინტრახტთან”, შემდეგ თასის პირველ ტურში “დროხტერზენ-ასელი” დაჯაბნეს (1:0), რასაც ჩემპიონატში “ჰოფენჰაიმისა” (3:1) და “შტუტგარტის” (0:3) დამარცხება მოჰყვა.