ნიკოლოზ ალავიძე: “რაგბის კავშირში 6 მილიონი ვალი დაგვხვდა”
რაგბის კავშირის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ ალავიძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა.
“რაგბის კავშირში 6 მილიონზე მეტი ვალი დაგვხვდა. ვალის დაგროვების ტენდეცია 2017 წლიდან დაიწყო და ბოლოს კრედიტორებთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტილი იყო. ვალები გვაქვს, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების. მაგალითად, მსოფლიო რაგბმა გარკვეული დროით შეგვიჩერა დაფინანსება და აუდიტის ჩატარება მოითხოვა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავაჩქაროთ პროცესი.”
“დაფინანსება დაახლოებით 25-30 მილიონი ლარია. დიდი ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე “ქართუ ფონდი” გვეხმარება, გარკვეულ ნაწილს კი მსოფლიო რაგბი გვაძლევს. ადგილობრივმა კომპანიებმა მაქსიმალურად გაგვიგეს და გადავადება მოხდება. არ ვაპირებთ ბოლომდე სახელმწიფოზე ვიყოთ დამოკიდებული და კერძო სპონსორებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.”
“4-5 დღეა, რაც რაგბის კავშირში მივედით და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა ყველა ეს ფინანსური პრობლემა ნელ-ნელა მოგვარდეს”, – განაცხადა ალავიძემ.
რაგბის კავშირის გამგეობის წევრების რაოდენობა 15 წევრიდან 9 წევრამდე შემცირდა. ილია ზედგინიძემ, ირაკლი აბუსერიძის გუნდის წევრმა, გამგეობაში წევრობაზე უარი განაცხადა.