ნიკოლოზ ბასილაშვილი კარენ ხაჩანოვთან დამარცხდა!
29 ოქტომბერს ვენის ღია პირველობის 1/8 ფინალური შეხვედრები გაიმართა.
თავისი მატჩი ჩაატარა ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდა. თამაში ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ქართველმა სპორტსმენა რამდენიმე ასპექტში მეტოქეზე, დაახლოებით, ორჯერ მეტი შეცდომა დაუშვა და ორ სეტში , ანგარიშით, 6:2, 7:5 დამარცხდა.
შესაბამისად, ბასილაშვილი ტურნირს გამოეთიშა, ხოლო რუსი ხაჩანოვი კი მეოთხედფინალში გააგრძელებს ასპარეზობას.