ნიკოლოზ ბასილაშვილი: “წელიწად-ნახევარია ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მაქვს”
15 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან 1000-ქულიანი ტურნირის, ინდიან ველსის 1/4-ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში, 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ, ნიკამ კამერაზე ხელმოწერის ნაცვლად საკუთარი შვილის, ლუკასის სახელი დაწერა და ეს წარმატებაც სწორედ მას მიუძღვნა.
მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ უკვე წელიწად-ნახევარია შვილთან ურთიერთობა არ აქვს.
“წელიწად-ნახევარია ჩემს შვილთან ურთიერთობა არ მაქვს. ყოველდღიურად ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ის სულ ყოველთვის ჩემს აზროვნებაში იყოს. ასეთ მნიშვნელოვან დროს, როცა კორტზე ვთამაშობ, ჩემს შვილზე ფიქრი მამშვიდებს. ამ მომენტს გამოვყავარ მდგომარეობიდან. სპორტის გარეთ, არის ოჯახი, პირადი ცხოვრება და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომაც კორტზე უფრო ნაკლებად ვარ დაძაბული. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, შვილს მივუძღვენი”, – უთხრა ბასილაშვილმა Setanta Sports Georgia-ს ჟურნალისტს.