ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა სახალხო დამცველს მიმართა და მას საქართველოს პირველი ჩოგნის დაცვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბასილაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა.
ირმა ჭკადუას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქართველმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერი დაამარცხა, რამდენიმე ორგანიზაციამ თბილისიდან სპორტსმენის დოჰას ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა.
“არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე, დამნაშავე. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად და მე მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმცია და მის მიმართ გამოყენებული იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა,” – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ბასილაშვილი დღეს ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს შეხვდება.