ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი მიუნხენის ღია პირველობის ფინალში გასვლის შემდეგ
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ღია პირველობის ფინალში გავიდა. მსოფლიოს 35-ე ჩოგანი რეიტინგში 24-ე პოზიციაზე მყოფ ნორვეგიელ კასპერ რუუდს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად 6:1, 6:2 დაამარცხა.
ნიკა ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ხვალ გაიმართება.
ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა კომენტარი გააკეთა:
“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ველოდები ხვალინდელ ფინალს. როგორც ჩანს, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ატმოსფერო, ბურთები – ყველაფერი შეესაბამება ჩემს თამაშს. მე და შტრუფი მეგობრები ვართ. ის ძალიან რთული მეტოქეა. ველოდები ხვალინდელ მატჩს და იმედი მაქვს, კარგი თამაში გამოვა”, – განაცხადა ბასილაშვილმა.
Aplastante triunfo de Nikoloz Basilashvili 🇬🇪, que superó a Casper Ruud 🇳🇴 por 6-1 y 6-2 para avanzar a la final del ATP 250 de Múnich.
Definirá el título ante Jan-Lenard Struff 🇩🇪 pic.twitter.com/nFfQEBIxhM
— Respiro Tenis (@Respiro_Tenis) May 1, 2021