ნიკოლოზ დერიუგინზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია სამინისტროში

თარიღი: თებერვალი 11, 2015

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სახელგანთქმული ქართველი კალათბურთელის ნიკოლოზ დერიუგინის შესახებ მომზადებული წიგნის – „ნიკოლოზ დერიუგინი” – პრეზენტაცია გაიმართა.

„ბატონი კოლია გამორჩეული კალათბურთელი და ადამიანია. მიხარია, რომ ასეთი შესანიშნავი სპორტსმენის შესახებ საინტერესო და ლამაზი წიგნი გამოიცა. ჩვენი სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ პროექტებს და მუდამ დააფასებს ქართული სპორტის გამორჩეულ სახელებს. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას და პირადად წიგნის ავტორს, ბატონ ილია ბაბუნაშვილს ასეთი საინტერესო ნაშრომისთვის”, – განაცხადა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.

„ძალიან გახარებული ვარ ამ წიგნით, აქ ჩემს შესახებ ყველაფერია მოთხრობილი. არ დაგიმალავთ: ავტობიოგრაფიის გამოცემა ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო. მადლობელი ვარ ბატონების გია გორგოძის და ილია ბაბუნაშვილის და ბატონი ლევანისაც, რომლის მხარდაჭერით გამოიცა ეს შესანიშნავი წიგნი. რაც შეეხება ჩემს მეორე ოცნებას, ეს საკალათბურთო სკოლის ჩამოყალიბებაა და ვიმედოვნებ, ამასაც შევძლებ”, – განაცხადა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.

„ნიკოლოზ დერიუგინის” ავტორი ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ილია ბაბუნაშვილია, რედაქტორი – სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გორგოძე. წიგნზე ასევე მუშაობდნენ ზაზა ასანიშვილი, ვაჟა სიმონიშვილი და თამაზ მიგრიაული.

წიგნში ასევე შესულია ინტერვიუები და სხვადასხვა საინტერესო წერილები ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელის შესახებ, ასევე ალექსანდრე კოტორაშვილის უამრავი საინტერესო ფოტო.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პროექტით – „ქართული სპორტის დიდი სახელები” – უკვე გამოიცა წიგნები რამაზ შენგელიას, ანდრო ჟორდანიას, ბორის პაიჭაძის და გაიოზ ჯეჯელავას შესახებ. ახლო მომავალში ქომაგები კიდევ ერთ დიდ ქართველ კალათბურთელზე მომზადებულ გამოცემას იხილავენ – „გურამ მინაშვილი”, რომლის ავტორი სპორტული ჟურნალისტი ვაჟა სიმონიშვილია.

ნიკოლოზ დერიუგინი 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში დაიბადა, 1977-1986 წლებში კი თბილისის „დინამოში” თამაშობდა. 1978-1985 წლებში დერიუგინი საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრი გახლდათ, 1995-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა.

საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით დერიუგინმა 1981 წელს ევროპის, 1982 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 1980 წელს ის მოსკოვის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბლოკი ჯარენ ჯექსონის წინააღმდეგ (ვიდეო)

26 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “მემფის გრიზლისს” დაუპირისპირდა და 126:114 გაიმარჯვა. [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

რა უქნეს “ინდიანას” კალათბურთელებმა გოგა ბითაძის ავტომობილს (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” კალათბურთელები გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეს, გოგა ბითაძეს გაეხუმრნენ. მათი მსხვერპლი ავტოსადგომზე მყოფი ქართველი ცენტრი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა