ნიკოლოზ ჯღარკავა: “ფეხბურთის ფედერაცია გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ჯღარკავა აცხადებს, რომ ფედერაცია გურამ კაშიას გვერდში უდგას და მხარდაჭერას უცხადებს.
“მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჯილდო ფეხბურთის ფედერაციისათვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გურამისთვის და ასევე, მიმაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობის მქონეა ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია, რა თქმა უნდა, უცვლელია. ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით ყველა სახის დისკრიმინაციას, ძალადობას. გვერდში ვუდგავართ გურამს და მას მხარდაჭერას ვუცხადებთ.
საგულისხმოა ის, რომ ეს ყველაფერი მომავალი მატჩების ფონზე, თუმცა რა თქმა უნდა, მატჩების ორგანიზებისა და უსაფრთხოების საკითხები მოგვარებული იქნება სათანადო დონეზე. ჩვენ დღეს, როგორც ფეხბურთის ფედერაცია და როგორც გუნდი, მხოლოდ ვფიქრობთ სპორტულ შედეგზე”, – აცხადებს ნიკოლოზ ჯღარკავა.
შეგახსენებთ, რომ გურამ კაშია რამდენიმე თვის წინ ჰოლანდიის ერედივიზიონის ერთ-ერთი ტურის მატჩში მოედანზე ლგბტ დროშის ფერის სამკლაურით გავიდა, რასაც საქართველოში საზოგადოების ნაწილი უარყოფითად გამოეხმაურა. ქართველი ფეხბურთელს უეფამ “თანასწორი თამაშის” სპეციალური ჯილდოც გადასცა.