ნიკოლოზ ქუთათელაძე რუსეთში გადასვლაზე: “ფული ჩემთვის გადამწყვეტი არაა”
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა, ნიკოლოზ ქუთათელაძემ “პსჟ”-ს 17 წლამდელთა გუნდი “ანჟიში” გაცვალა. ქუთათელაძემ Sports.ru-სთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
“პსჟ”-დან “ანჟიში” – ეს როგორ მოხდა?
– მე კაცური ფეხბურთი მიზიდავს. იყო შემოთავაზებები ევროპიდან, თუმცა პრეზიდენტმა ოსმან კადიევმა კარგად დამანახა ყველაფერი. ის მე და ჩემს მშობლებს ესაუბრა. განაცხადა, რომ “ანჟი” მე დამეხმარება, მე კი “ანჟის” დავეხმარები. ჩვენ მას ვენდობით. თქვენ საერთოდ ვერ აფასებთ თვენ ჩემპიონატს, Uefa-ს რეიტინგში რუსეთის პრემიერ ლიგა მე-6 ადგილზეა.
ჩემთვის პირადად “ანჟი” – შანსია, ვითამაშო ზრდასრული ფეხბურთი და ეს კარგი ტრამპლინი იქნება მომავალში. მსურს მადლობა გადავუხადო გაჯი გაჯიევს, რომელმაც რეკომენდაცია გამიწია. და ასევე მსურს გავიხსენო თუ ვინ თამაშობდა “ანჟიში”: სამუელ ეტო’ო, რობერტო კარლოსი, ვილიანი, ალმეიდა, ლასანა დიარა და სხვა ვარსკვლავები.
“ანჟის” კატასტროფული სიტუაცია აქვს ფულის მხრივ…
მე არ ვარ იმ ასაკში, როცა ფული გადამწყვეტ როლს ასრულებს. ჩემთვის ყველაზე მთავარია – სათამაშო დრო და პროგრესი.
შეგახსენებთ, რომ “პსჟ”-მდე ქუთათელაძე “მილანის” აკადემიაში ირიცხებოდა.