ნიკოლოზ საბანაძე ფეხბურთში დარჩება!
ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელმა ნიკოლოზ საბანაძემ კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა.
საბანაძეს ხერხემლის ტრავმა აწუხებს, რაც კარიერის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევს.
გასულ წელს ხერხემალზე მძიმე ტრავმა მიიღო, 8 თვე იუქმა, თურქეთის კლინიკაში მცირე ოპერაცია გაიკეთა და ეროვნულ ლიგის მიმდინარე სეზონშიც დაბრუნდა, თუმცა აუტანელი ტკვილების გამო, ფეხბურთელის აქტიურ კარიერას ჩამოშორდა.
საბანაძე ფეხბურთს 6 წლიდან თამაშობდა და ფეხბურთის გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია. შესაბამისად, ის კვლავ ფეხბურთში დარჩება და ბათუმის “დინამოში” უკვე სხვა სტატუსით იმუშავებს. ახლო მომავალში სამწვრთნელო ლიცენზიების კურსის გავლას გეგმავს.
საბანა წლების განმავლობაში ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს”, “საბურთალოს”, “სამტრედიას”, ირანული “ზირაჰისა” და მარტვილის “მერანის” ღირსებას იცავდა.