ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ქართველ გულშემატკივრებზე კომენტარი გააკეთა
ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, ნიკოლოზ შერაზადაშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
ფინალში გამარჯვების შემდეგ, შერაზადიშვილმა კომენტარი ქართველ ქომაგებზეც გააკეთა, რომლებიც მას დარბაზშიც და ტელევიზორებთან გულშემატკივრობდნენ.
“სასწაული ემოციაა. ეს ბავშვობიდანვე ოცნება იყო და როგორც ოცნებას, ისე ვუყურებდი, დღეს რეალობად გადავაქციე და დაუჯერებელია, რომ მე დღეს მსოფლიო ჩემპიონი გავხდი”, – უთხრა შერაზადიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს, შემდეგ კი კომენტარი ქართველ ქომაგებზე გააკეთა.
ქართველ გულშემატკივრებზე: “ასე თბილად რომ მიღებენ, ასე გულიანად რომ მგულშემატკივრობენ. ესპანეთის მოქალაქეობა მაქვს და მაინც ასე გულიანად მგულშემატკივრობენ. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ერთხელ მაინც დაუღრიალებია და ჩემთვის უქომაგია.”