ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლატვიელ კალათბურთელებთან ერთად სპორტის მუზეუმს ეწვია

თარიღი: მაისი 15, 2014

ცნობილი ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი დღეს ქართული სპორტის მუზეუმს “სოხუმის” ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად ეწვია.

კალათბურთის ფედერაციამ მოზარდი სპორტსმენების მუზეუმში სტუმრობის ტრადიცია მიმდინარე წელს დანერგა, რითაც ახალგაზრდა თაობას ქართული სპორტის ისტორიას აცნობს.

სპორტის მუზეუმს ნიკოლოზ ცქიტიშვილთან და ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად ეწვევიან ლატვიელი ვეტერანი კალათბურთელებიც, რომლებიც საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვიდნენ. მათ ქართველ ვეტერან კალათბურთელებთან ერთი ამხანაგური მატჩი უკვე გამართეს, მეორე შეხვედრას კი 17 მაისს სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ქართული კალათბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა სპორტის სამინისტროში მდევარი მუზეუმს საკუთარი სათამაშო მაისური უსახსოვრა. “გოლდენ სტეიტ ვარიორსი”, სადაც ცქიტიშვილი 2005/06 წლების სეზონში თამაშობდა, მისი კარიერის ისტორიის ნაწილია. სპორტსმენმა მუზეუმს სწორედ ამ გუნდის 20-ნომრიანი მაისური გადასცა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი:  როცა მე თვითონ ვიყავი დამწყები კალათბურთელი, ყოველთვის მქონდა მოტივაცია დავსწრებოდი მსგავს ღონისძიებებს და გამეცნო ყოფილი თუ მოქმედი ნბა-ს მოთამაშეები. ვფიქრობ, ასეთი აქციები ახალგაზრდა სპორტმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სანამ წარმატებული კალათბურთელები გახდებიან, ჯერ უნდა იცნობდნენ ქართული კალათბურთის და, ზოგადად, სპორტის ისტორიას.

 

ენდის კარკლინში (ლატვიელი ვეტერანი კალათბურთელი): აქ სტუმრობის მიზეზი   სოხუმის გუნდის მხარდაჭერა და მისი გამხნევებისთვის ამხანაგური მატჩის გამართვა იყო ქართველ ვეტერან კალათბურთელებთან. რომელიც გუშინ გავმართეთ კახეთში და კიდევ იგეგმება 17 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში. დღეს კი მუზეუმს ახალგაზრდა კალათბურთელებთან ერთად ვეწვიეთ. საქართველოსაც და ლატვიას მდიდარი სპორტული ისტორია გააჩნია და მნიშვნელოვანია ეს ახალგაზრდა თაობამ იცოდეს. კალათბურთი სპორტის განსაკუთრებული სახეობაა და ის არ ჰგავს სპორტის სხვა რომელიმე სახეობას. კალათბურთი იწყება ახალგაზრდა თაობით და გრძელდება ვეტერანი კალათბურთელებით.

superleague.ge

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

საოცარი ფიზიკური ტრანსფორმაცია – როგორ გამოიყურება შაკილ ონილი ამჟამად (ფოტო)

ლეგენდარულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, შაკილ ონილმა ვარჯიში დაიწყო და ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 49 წლის შაქს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინმა ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯილდოს მიღების შემდეგ, [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა! (ფოტო, ვიდეო)

“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ცენტრმა ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ტენერიფე” – “ბარსელონას” მატჩზე ქართული სიმღერა ჩაირთო (ვიდ

22 მაისს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტენერიფემ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” მიიღო და 72:96 დამარცხდა. მატჩის მესამე ...
წაკითხვა
კალათბურთი

სტეფ კარი რეკლამაში ქართული ბრენდის ფეხსაცმლით გამოჩნდა (ფოტო, ვიდეო)

კალათბურთის ცოცხალმა ლეგენდამ სტეფ კარიმ ქართული ბრენდი CROSTY-ს ფეხსაცმელი კიდევ ერთხელ ჩაიცვა. ამჯერად ის ამერიკულ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ორმაგი დუბლი – გოგა ბითაძის საუკეთესო მატჩი NBA-ში! (ვიდეო)

19 მაისს, NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფლეი-ინის შეხვედრაში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “შარლოტ ჰორნეტსს” უმასპინძლა და...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

GOGA BITADZE BLOCKED THE KING pic.twitter.com/aBWJTueSar — Kory Waldron (@KWalHoops) May 15, 2021 Goga blocks […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ კონორ მაკგრეგორმა 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, ის ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ რობინ ლოპესს ზედიზედ ორჯერ დაუფარა (ვიდეო)

9 მაისს, NBA-ში ერთმანეთს “ინდიანა პეისერსი” და “ვაშინგტონ უიზარდსი” დაუპირისპირდნენ. “ინდიანას” რიგებში 15:42 წუთ...
წაკითხვა
კალათბურთი

“ოლიმპის” კალათბურთელებმა ერთმანეთთან იჩხუბეს (ვიდეო)

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში “ცხუმ-აფხაზეთმა” “ოლიმპი” 97:74 დაამარცხა. მატჩის მიწურულს სკა...
წაკითხვა
კალათბურთი

“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდ

6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა. მასპინძელთა ქართველმა [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია, რატომ არ შეუშვეს გიორგი შერმადინი რუსეთში

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრს, გიორგი შერმადინს რუსეთში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრები უნდა გამართულიყო, არ უშვებდნენ. [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს (ფოტო)

ესპანური “ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის მატჩები უნდა გაიმართოს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ზაზა, ძალიან მიყვარხარ!” – დვალიშვილი კოდი სტამანთან გამარჯვების შემდეგ

მერაბ დვალიშვილმა დღეს UFC-ში მე-8 შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კოდი სტამანს დაუპირისპირდა და მეტოქე […]...
წაკითხვა