ნინო ხუციბერიძე ტყვიის სროლაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

თარიღი: თებერვალი 25, 2016

უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში, საქართველოს ნაკრების წევრი ნინო ხუციბერიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა ქართველმა მსროლელმა, რომელიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის დებიუტანტია ვერცხლის მედალი ოთხშაბათს, 24 თებერვალს 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მოიპოვა.

დიორში მან საკვალიფიკაციო ეტაპი 377 ქულით დაასრულა და ფინალურ ეტაპზე მეხუთე ადგილით შევიდა. ხუციბერიძემ ფინალშიც კარგად ისროლა და ფრანგ მატილდე ლამოლესთან ერთად ბოლომდე შემორჩა მარათონს. დასკვნით სერიაში ფრანგი ოდნავ უფრო ზუსტი აღმოჩნდა და 198.4 ქულით ჩემპიონიც გახდა, ხუციბერიძემ კი 193.7-ით ვერცხლი მოიპოვა. მესამეზე ჩეხი დენისა ბეზდეჩა გავიდა 174.9 ქულით.

ევროპის ჩემპიონატი დიორში 24 თებერვალს დაიწყო. ამ ტურნირზე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის სამ-სამი ლიცენზიაც თამაშდება. თუმცა სალიცენზიო შეჯიბრებამდე დიორში ისევ ახალგაზრდები იასპარეზებენ, ამჯერად – ვაჟები, სადაც ორი მონაწილე გეყოლება: ვლადიმერ მაიოროვი და აკაკი მოსულიშვილი. ისინი ხუთშაბათს ისვრიან და იმავე დღესვე გაიმართება შერეული წყვილებიც ახალგაზრდებში, სადაც წყვილს ქვეყნიდან საუკეთესო გოგონა და ვაჟი შეადგენენ.

26 თებერვალს ევროპის ჩემპიონატში ვაჟები ჩაებმებიან, ჩვენგან კი ლიცენზიისთვის ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე გაისვრიან. ჩემპიონატი 27 თებერვალს ქალთა შეჯიბრებით დასრულდება, სადაც ასევე ორი მონაწილე გვეყოლება – ნინო სალუქვაძე და ლიზი კილაძე. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძეს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კორონაპანდემიის მიუხედავად, წელს ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოება ჩატარდება

კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელთა დაჯილდოების ცერემონია მაინც შედგება, თუმცა მას ონლაინღონისძიების სახე ექნება. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერლიგის ვარსკვლავი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ბრიტანული მედიასაშუალებები მოთამაშის ვინაობას იურიდიული მიზეზების გამო არ ამჟღავნებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როი კინი მაკიაჟის გაკეთების დროს დააფიქსირეს (ვიდეო)

ბრიტანული სპორტული ტელეკომპანია Sky Sports-ის მიმომხილველი კოლეგა მიკა რიჩარდსმა მაკიაჟის გაკეთების პროცესში დააფიქსირა. Micah Richards […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერს თავი ქუდში აქვს

გამოცემა “მანჩესტერ ივნინგ ნიუსი” ექსკლუზიურ მასალაში იუწყება, რომ “ევერტონთან” მარცხის შემთხვევაში, “მანჩესტერ იუნაიტედ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაუტარო მზადაა, “ინტერთან” ახალი კონტრაქტი შეათანხმოს

მილანის “ინტერი” გუნდის ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მუშაობას იწყებს. სანაკრებო პაუზის დროს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

პოლ ინსი: “მანჩესტერს” კავანის ნაცვლად რაულ ხიმენესი უნდა ეყიდა”

“მანჩესტერი იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ ინსმა, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ “მანკუნიანელე...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “ჩვენ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სულშერმა, “ბაშაქშეჰირთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაიან გიგზი დააკავეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, რაიან გიგზი მეგობარ გოგონაზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უელს...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერ ბობი ჩარლტონს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს

სერ ბობი ჩარლტონს არასაიმედო დიაგნოზი დაუსვეს. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორსა და ოქროს ბურთის მფლობელს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ბედი ელის პრემიერ ლიგას კარანტინის პირობებში?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, აცხადებს, რომ ნოემბრის თვეში კარანტინის გამოცხადება ბრიტანელ ხალხს საშუალებას მისცემს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დორტმუნდის “ბორუსიას” ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვას სურს!

ცნობილი რუსული გამოცემა Championat-ის ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსიას” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა სურს. “ხვიჩას მიმართ დაინტერესება...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერია A-ს პრეზიდენტი: “სისტემა კოლაფსის წინაშე დგას”

სერია A-ს პრეზიდენტი, პაულო დალ პინო, იტალიის მთავრობას აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფეხბურთის შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგა: პირველი სათამაშო დღე (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი სათამაშო დღის მატჩები გაიმართა.   E […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკუს რეშფორდის გოლი “პარი სენ-ჟერმენის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Marcus Rashford's goal to make it 2-1#MUFC pic.twitter.com/uOsQUFNu3F — DILLINGER 👹 (@DillanMUFC) October […]...
წაკითხვა