“ნიცას” მფლობელები “მიდლსბროს” აქციების ყიდვას ცდილობენ
The Guardian-ის მეირ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინელი ბიზნესმენი, ჩენ ლი ინგლისური “მიდლსბროს” აქციების 50 პროცენტის შეძენას ცდილობს.
როგორც ცნობილი ხდება, ლი, რომლის კომპანიის (GC Nice Investment Group Ltd) საკუთრებაშიც ფრანგული “ნიცა” იმყოფება (რომელიც მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისათვისაც იბრძვის), უკვე შეხვდა ბრიტანული კლუბის წარმომადგენლებს.
“გარდიანი” იმასაც გვამცნობს, რომ სტივ გიბსონმა ჩინელი ბიზნესმენის პირველი შეთავაზება, რომელიც აქციების 50 პროცენტის 50 მილიონ ფუნტად გაყიდვას ითვალისწინებდა, უკვე უარყო.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგის 22 ტურში “მიდლსბროს” ანგარიშზე 20 ქულაა. კლუბი ამ დროისთვის მე-16 პოზიციას იკავებს.