‘ნიუკასლ ფალკონსი’ აგვისტოში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდება

თარიღი: აპრილი 29, 2015

სტატიის ბმული 

ავტორი: მარკ დუგლასი

ნიუკასლ ფალკონსი აგვისტოში საქართველოს დაუპირისპირდება – მატჩში, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, დინ რიჩარდმა  „უდიდესი გამოცდის“ სახელით შერაცხა.

თამაშის დღეც დადასტურდა – მატჩი 28 აგვისტოს, 15:45 საათზე (ადგილობრივი დროით), ნიუქასთლში ‘კინგსთონ პარკზე’ გაიმართება.

ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის წინა-სამსოფლიო მოსამზადებელ ეტაპად განიხილება, ხოლო  ფალკონსისთვის კი პირველობის წინა-სასეზონო სამზადისისას სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი ტესტი იქნება.

2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველო “გ” ჯგუფში იასპარეზებს, რომელიც ნიუკასლის წინააღმდეგ გამართული მატჩიდან სამ კვირაში, 18 სექტემბერს დაიწყება. ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონი ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და ნამიბიას მოწინააღმდეგეები იქნებიან,  მათგან პირველი ორი კი რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედ ფინალში გადავა.

ნიუკასლის მთავარი მწვრთნელი დინ რიჩარდი აღნიშნავს: „ჩვენთვის დიდი პატივია კინგსთონ პარკზე ისეთ ამაყ სარაგბო ერს ვუმასპინძლოთ, როგორიც საქართველოა. ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბისთვის ნამდვილად მზარდ ძალას წარმოადგენენ და მსოფლიო თასის წინ მათ რაზმთან შებრძოლება ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის გამოცდა იქნება. ქართველი მოთამაშეების უმრავლესობა ფრანგულ კლუბებში თამაშობენ, სადაც ყოველ კვირას უმაღლესი დონის თამაშისა და გამოცდილების დააგროვების საშუალება ეძლევათ.

„2015-2016 წლის სეზონის დამდეგს კი ჩვენთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. გუნდში გვყავს რამდენიმე ახალი მოთამაშე, რომლებსაც სურვილი აქვთ თავიანთი ნიშა დაიკავონ რაგბის სამყაროში. ჩვენი გულშემატკივრების მადის აღსაძრელად კი ეს მატჩი მსოფლიო თასის წინ კარგი საშუალებაა.“

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი: „მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ბოლო ეტაპზე ნიუკასლის წინააღმდეგ მატჩის გამართვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ნიუკასლმა მათთან თამაშის შესაძლებლობა მოგვცა და დარწმუნებული ვარ, რომ რაგბის გულშემატკივრები კინგსთონ პარკზე გამართული შთამბეჭდავი მატჩით ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან“.

 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნები კიდევ ორ წინა სატურნირო ტესტ მატჩს გამართავენ:

2 სექტემბერს ‘მოლზი როუდზე’ (სურეის საგრაფო) კანადის, ხოლო 5 სექტემბერს  ‘ქინგჰოლმ სთედიუმზე’ (გლოსთერი) იაპონიის წინააღმდეგ.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “გაუგებრობა იყო, არაფერი არ მომხდარა”

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა პოლიციის მხრიდან მისი ცემის ფაქტი უარყო. ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “შემათრიეს ოთახში, ათზე მეტი იყვნენ, მაგინებდნენ და მირტყამდნენ”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. 19 წლის სპორტსმენის თქმით, მას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ანონსი – კრივის საღამო

8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება. Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება! ირლანდიელის მორიგი ბრძოლის თარიღი ცნობილია

ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი UFC-ის უბრუნდება. 31 წლის სპორტსმენი UFC 246-ის ეგიდით, ლას ვეგასში ამერიკელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ჩვეულებრივი ლაწირაკი ბავშვები” – ზაზა ნადირაძე ივანიშვილის ხატით აქციაზ

რამდენიმე დღეა, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისში აქციები მიმდინარეობს. ახალგაზრდების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ პროტესტი ...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოიყურება რუსი ტანმოვარჯიშე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრი გახდა (ფოტო)

ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. მან გასულ ზაფხულს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფედერერი – ზვერევის დაპირისპირებამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ESPN-ის მიერ დადასტურებული ცნობის თანახმად, მექსიკაში ჩატარებულ ფედერერისა და ზვერევის დაპირისპირებას საჩოგბურთო მატჩისთვის რეკორდული ოდენობის [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში

მორიგი მატჩები გაიმართა ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ჩემპიონატზე. უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატში 13 გუნდია და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰაკუჰოს ჟესტი ტამავაშისთან შეხვედრაში (ვიდეო)

17 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მე-8 დღეს ლეგენდარული ჰაკუჰო ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

სამწუხარო ინფორმაცია: ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ვეღარ იასპარეზებს

უცხოურ პრესაში ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლევან გორგაძემ ბოლო ორთაბრძო...
წაკითხვა
სხვადასხვა

მარიო და სონიკი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ვიდეო თამაშების და სპორტის მოყვარულთ თავშესაქცევად ახალი გასართობი აქვთ. ვიდეო თამაშების ცნობილმა იაპონურმა მწარმოებელმა Sega-მ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

UFC-ის მებრძოლი მოსკოვში ოქტაგონზე ქართული მელოდიის თანხლებით გამოვიდა (ვიდეო)

10 ნოემბერს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში UFC Fight Night 163 გაიმართა. ღონისძიების მთავარი დაპირისპირება რუსეთის სახელით […]...
წაკითხვა