“ნიუკასლი” ფანებს ჩაცმის სტილის გამო შენიშვნას აძლევს
“ნიუკასლ იუნაიტედი” რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა, რამაც კლუბის ფანებს შორის დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. საფეხბურთო სამყარო “ნიუკასლში” ვარსკვლავურ ტრანსფერებს ელის.
ამ ცვლილებების ფონზე “ტოტენჰემთან” მატჩში “ნიუკასლის” ფანები არაბი მამაკაცებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჩაცმულობის სტილში შეიმოსნენ. “კაჭკაჭები” კი თვლიან, რომ ეს ყოველივე არაბებისთვის, შესაძლოა, კულტურულად მიუღებელი აღმოჩნდეს.
“ნიუკასლ იუნაიტედი” გულთბილად გთხოვთ გულშემატკივრებს თავი შეიკავოთ ტრადიციული არაბული ტანისამოსის ან შუა აღმოსავლეთისთვის შესაბამისი თავსაბურების გამოყენებისგან მატჩებზე იმ შემთხვევაში, თუ ამ ტანსაცმელს ჩვეულებრივ დღეებში არ ატარებთ.
“სენტ ჯეიმს პარკზე” გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა ასეთ ტანსაცმელში შემოსილი გამოჩნდა. ამის გამო მფლობელებს თავი შეურაცხყოფილად არ უგრძვნიათ და ეს ჟესტი პოზიტიური ხასიათის მატარებლად აღიქვეს. მაგრამ არის შანსი, რომ ფანების გარკვეულმა ნაწილისთვის ეს ჟესტი კულტურულად მიუღებელი აღმოჩნდეს,” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.