WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (226486) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ნიუკასლი სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მეკარეების გარეშე დარჩა

თარიღი: დეკემბერი 18, 2014

“სანდერლენდის” წინააღმდეგ გასამართი დერბის წინ ალან პარდიუს მნიშვნელოვანი საკადრო პრობელმები აქვს. მისი გუნდის სამი მეკარე ერთდროულად დაშავდა, რის გამოც გუნდი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

“ნიუკასლის” ძირითადმა გოლკიპერმა, ტიმ კრულმა, ტრავმა ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, ერთ-ერთი ვარჯიშზე მიიღო და მოედანს 4-6 კვირით დაემშვიდობა.

თუმცა, ეს დიდი დანაკლისი არ ყოფილა. პარდიუს თადარიგში გამოცდილი ირლანდიელი, რობ ელიოტი ყავდა, ვისაც პრემიერ ლიგაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომის დიდი გამოცდილება აქვს. ელიოტმა კრული გასულ სეზონშიც საკმმაოდ კარგად შეცვალა და წელსაც იგივეს წარმატების ანხორციელებდა. ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ “ჩელსისთან” მატჩის დროს ტრავმა ელიოტმაც მიიღო.

ირლანდიელმა შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მის ნაცვლად მეორე ტაიმში მოედანზე 21 წლის ჯეკ ოლნვიკი გამოვიდა, ვისი დახმარებითაც “ნიუკასლმა” “ჩელსის” სეზონის პირველი მარცხი აგემა. წარმატებული დებიუტის შემდეგ ოლნვიკმა ლონდონში “არსენალისგან” 4 გოლი გაუშვა, რასაც ოთხშაბათს ამდენივე “ტოტენჰემმაც” დაამატა. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი გოლი ჯეკის უხეშ შეცდომას მოჰყვა, რის შემდეგაც მან ტრავმაც მიიღო.

შედეგად “სანდერლენდთან” გასამართ უმნიშვნელოვანეს დერბის კრული და ელიოტი დანამდვილებით გამოტოვებენ, ხოლო ოლნვიკის თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მართალია, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე “ნიუკასლს” მეკარის იჯარით დამატების საშუალება ეძლევა, თუმცა დროის სიმცირის გათვალისწინებით, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ოლნვიკი მატჩამდე აღდგენას ვერ მოასრებს, ძირითად შემადგენლობაში ადგილს 17 წლის ფრედერიკ ვუდმანი დაიკავებს.

ფრედი ინგლისში ერთ-ერთ პერსპექტიულ მეკარედ ითვლება და საკუთარი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებშიც საკმაოდ ბევრი და წარმატებულადაც უთამაშია. მამამისი, ენდი ვუდმანიც მეკარე იყო ახლა კი “ნიუკასლში” თავისი ახალგაზრდა კოლეგების მწვრთნელობით არის დაკავებული. საინტერესოა, რომ მისი ოჯახის ახლობელმა ფრედის ბავშვობაში საკმაოდ საინტერესო ფსონი გააკეთა. თუ ფრედი ინგლისის ნაკრებში მოხვდება, ოჯახი მნიშვნელოვან თანხას მოიგებს. წარმოიდგინეთ, ფსონი ვუდმანის პრემიერლიგურ დებიუტზე რომ გაკეთებულიყო უახლოესი დღეები მათ ოჯახში საკმაოდ ემოციური იქნებოდა.



მსგავსი სიახლეები