“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!
“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ.
ესპანური პრესის ინფორმაციით, “ნიუკასლსს” ქართველების დამატება სურს – ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი.
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “ვალენსია” ზაფხულში მამარდას გაყიდის და მინიმალური თანხა 25 მილიონიდან იწყება. ეს ინვესტორებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. გარდა იმისა, გაცილებით სოლიდურ ხელფასს შესთავაზებენ თვითონ გიორგისაც. ახლა მესტალიაზე დაახლოებით 700 ათასიდან 1 მილიონამდე გამოიმუშავებს.
“კაჭკაჭების” მხრიდან კვარას მიმართ ინტერესზე რამდენიმე კვირის წინაც დავწერეთ და პირადად კვარაცხელიასაც, “ნაპოლიში” არსებულ 2 მილიონზე 6-ჯერ მეტი ჰონორარის აღების საშუალება ექნება.
1997-2000 წლებში “ახალციხეში” თემურ ქეცბაია თამაშობდა და დღესაც, ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად მიიჩნევა.
“ნიუკასლს” საუდის არაბეთის 430 მილიარდიანი ფონდი ფლობს.