“ნიუკასლმა” და “მანჩესტერ სიტიმ” ბრწყინვალე გოლები გაცვალეს (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-14 ტური “ნიუკასლისა” და “მანჩესტერ სიტის” ბრწყინვალე დაპირისპირებამ გახსნა. ერთი შეხედვით “ქალაქელები” მატჩის უდავო ფავორიტად მიიჩნეოდნენ, თუმცა “ნიუკასლმა” ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მეტოქისთვის ქულები წაერთვა.
ყველაფერი შეხვედრის 22-ე წუთზე დაიწყო, როდესაც პეპ გვარდიოლას გუნდის უპირატესობა რაჰიმ სტერლინგმა გარდასახა გოლი. სამიოდ წუთში ჯეტრო უილემსმა შეძლო ედერსონის კარის აღება და ანგარიშიც გათანაბრდა.
“სენტ ჯეიმს პარკზე” მოსაგებად ჩამოსული “მანჩესტერ სიტი” რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად აძლიერებდა ზეწოლას მეტოქეზე, თუმცა სტივ ბრიუსის მცველები ზედმიწევნით კარგად ასრულებდნენ დაკისრებულ დავალებებს.
ერთადერთი, რამაც მეორე ტაიმში “ნიუკასლის” კარის საკეტს გასაღები მოარგო კევინ დე ბრუინის მიერ გატანილი ულამაზესი გოლი გახლდათ საჯარიმოს გარედან. მაგრამ “ქალაქელებს” სიხარული არ დასცალდათ – რამდენიმე წუთში ჯონჯო შელვიმ არანაკლები სილამაზის გოლით შეძლო ერთი ქულის მოპოვება საკუთარი გუნდისთვის.
შედეგად, “მანჩესტერ სიტიმ” მორიგი ქულები დაკარგა და “ლივერპული” თავისი თამაშის მოგების შემთხვევაში 11 ქულამდე გაზრდის მოქმედ ჩემპიონთან ჰანდიკაპს.