ნოემბერში ‘დინამოზე’ და ‘მესხზე’

თარიღი: ოქტომბერი 6, 2017

საქართველო – კანადა | დინამო არენა
საქართველო – აშშ | მიხეილ მესხის სტადიონი
უელსი-საქართველო | პირდაპირი რეპორტაჟი იმედზე

2017 წლის ნოემბრის ტესტ სერიამდე 5 კვირა რჩება. დიდ 10-ში მოასპარეზე ბორჯღალოსნები შევარდენზე ემზადებიან. უახლოეს მომავალში მათ ლეგიონერებიც შეურთდებიან. მანამდე კი, დადასტურდა ნოემბრის საშინაო ტესტების სტადიონები და მატჩების დაწყების დრო.

წლის დამაგირგვინებელ საერთაშორისო ტესტ-სერიის პირველ მატჩში ბორჯღალოსნები კანადას წინააღდეგ 11 ნოემბერს, ‘დინამო არენაზე’ ითამაშებენ, რომელიც 18 საათზე დაიწყება.

პირველი ტესტის შემდეგ ბორჯღალოსნები კარდიფისკენ აიღებენ გეზს, სადაც 18 ნოემბერს ჩვენ ნაკრებს უელსი 75-ათასიან ‘ფრინსიფალითი სთედიუმზე’ (ყოფილი მილენიუმი) უმასპინძლებენ. მატჩი საქართველოს დროით დროით 18:30 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი განახორციელებს.

2017 წლის სეზონს ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს შინ, აშშ-ს ნაკრებთან ტესტით დაასრულებენ. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 18 საათძე გაიმართება.

11 და 25 ნოემბრის ტესტ-მატჩების ბილეთების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ, ხოლო ვვინც უელსში აპირებს ბორჯღალოსნების საქომაგოდ გამგზავრებას მატჩის ბილეთების შეძენა აქ შეუძლიათ

მეტოქეების შესახებ

კანადასთან აქამდე 6-ჯერ გვითამაშია – 3-ჯერ კანადაში, ერთხელ ნეიტრალურ მოედანზე (2015 წლის მსოფლიო თასისთის მოსამზადებელ საკონტროლო მატჩში) და 2-ჯერ თბილისში. გუნდებმა 3-3 გამარჯვება მოიპოვეს. ბოლოს კანადას ივნისის ტესტებზე ქალგარიში ვესტუმრეთ და 13:0 გაიმარჯვეთ

უელსთან ეროვნული ნაკრების დონეზე არასდროს გვითამაშია (აქამდე მხოლოდ ‘ა’ ნაკრებს ვეთამაშეთ 2012 წელს გასვლაზე). სამაგიეროდ, ჩვენთვის უცხო არაა ‘მილენიუმ სთედიუმი’, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასზე ქართული რაგბის ისტორიაში ვეთამაშეთ ახალ ზელანდიას.

აშშ-ს 5-ჯერ ვეთამაშეთ – 3-ჯერ სტუმრად და 2-ჯერ საქართველოში. ამ მომენტისთვის მოგება-წაგების ბალანსი მეტოქის სასარგებლოდაა (3:2) და 25-ში გათანაბრების შანსი გვექნება. ‘არწივებს’ ბოლოს ივნისში ამერიკული ტურნეს ფარგლებში, ატლანტაში ვეთამაშეთ და 21:17 ვძლიეთ. მათი ბოლო სტუმრობა 2013 წელს, რუსთავში შედგა და ის თამაში მეტოქემ ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით 25:23 მოიგო.

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა
რაგბი

მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიაზე: “ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში იყოს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ზურაბ ჟვანიას საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია” – ზურაბ ჟ

უახლოეს ხანებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

თედო აბჟანდაძის ჟესტი აქციაზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად (ვიდეო)

22 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისათვის მატჩში იტალის დაუპირისპირდა და 17:29 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

მომავალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2019 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფიჯი 12:8 დაამარცხა, რითაც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო U20 – ფიჯი U20 – ბოლო წუთები (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან [&hell...
წაკითხვა
რაგბი

გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს. ინტელექტუალური თამაშის [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ჰაკა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივნისს, მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას […]...
წაკითხვა
რაგბი

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდაშანაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის საქმეში, რამაც გამოიწვია […]...
წაკითხვა
რაგბი

ვიტო კოლელიშვილი: “რაგბიდან არ წავსულვარ”

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი, ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლ...
წაკითხვა