ნოემბრის კალენდარიც ცნობილია

თარიღი: მარტი 24, 2016

2016 წელს ბორჯღალოსნებს ექვსი ტესტი ელით. წარმატებული მსოფლიო თასის შემდეგ არ შეწყვეტილა საუბარი იმის, შესახებ, რომ ბორჯღალოსნებს უწყვეტი განვითარებისთვის ესაჭიროებათ მეტი ტესტის გამართვა ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, იქნება ეს მეორე თუ პირველი დონის ნაკრებებთან. აქამდე თუ ტესტ სერიას საქართველოს ნაკრები მხოლოდ შემოდგომობით თამაშობდა, წელს ზაფხულის სერიაშიც მივიღებთ მონაწილეონას.

გუშინ მსოფლიო რაგბმა ივნისის ტესტ სერიის რკენები გამოაცხადდა, რომლის მიხედვით ზაფხულის ტესტებზე საქართველოს ნაკრები ოკეანეთში გაემგზავრება, სადაც სამოას, ტონგასა და ფიჯის ვეთამაშებით. პირველად ბორჯღალოსნები სამოას ესტუმრებიან და მანუს 11 ივნისს ერკინებიან. შემდეგი ორი მატჩისთვის კი ფიჯიზე გადავალთ, სადაც 18 ივნისს ტონგას, ხოლო 25 ივნისს მასპინძელ ფიჯის ვეთამაშებით. ამ ეტაპზე მატჩის დროები და სტადიონები დგინდება.

ნოემბერში 2 შინ და 1 გასვლაზე

წლის დასაწყისში გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ნოემბრის ტესტ სერიის ბოლო მატჩს, 26 ნოემბერს გასვლაზე შოტლანდიის წინააღმდეგ გავმართავთ. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა როდესაც შოტლანდიას მსოფლიო თასს გარეთ ვეთამაშებით. დღეს უკვე დადასტურებით შეგვიძლია დავასახელოთ ნოემბრის სერიის კიდევ ორი მეტოქე, რომლებსაც შინ მივიღებთ:

12 ნოემბერს ბორჯღალოსნები 2015 წლის მსოფლიო თასის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და სწრაფად პროგრესირებად გუნდს, იაპონიის ნაკრებს ერკინებიან.

ბორჯღალოსნები და სარაგბო სამყაროში ‘ალუბლებად’ ცნობილი იაპონელები ბოლოს 2015 წელს, მსოფლიო თასამდე გასახურებელ საკონტროლო მატჩში შეებნენ გლოსთერში. მატჩი იაპონელთა გამარჯვებით 13:10 დასრულდა. მანამდე იყო 2014 წლის საშემოდგომო ტესტ სერია, რომელშიც მეტოქეს მესხის სტადიონზე ვუმასპინძლეთ და 35:24 ვძლიეთ. ამის გარდა იაპონელებს კიდევ ორჯერ ვეთამაშეთ – პირველად 2006 წელს ოსაკაში (7:32), ხოლო პირველად საქართველოში ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებს 2012 წლის 17 ნოემბერს ვუმასპინძლეთ და დრამატულ მატჩში 22:25 დავთმეთ.

18 ნოემბერს, 2013 წლის შემდეგ პირველად შინ ‘მანუ სამოას’ (გულადი სამოა) მივიღებთ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ივნისის ტესტებზე სამოას ვესტუმრებით. შესაბამისად მეტოქესთან 2 მატჩიანი სერია გამოგვივა.

საქართველოს და სამოას აქამდე ორჯერ ურაგბიათ. პირველად გუნდები, ბორჯღალოსნებისთვის სადებიუტო, 2003 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და მატჩი კუნძულელთა გამარჯვებით 46:9 დასრულდა. მეორედ მანუს თბილისში, მესხის სტადიონზე 2013 წლის 23 ნეომბერს, გიორგობას ვეთამაშეთ. სტადიონზე შეკრებილთ ემახსოვრებათ თუ რაოდენ დრამატული და დაძაბული ბურთაობა გაიმართა – შეხვედრა ლამისაა ქულა-ქულაში მიდიოდა. საბოლოოდ კი ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 16:15 სძლიეს.

ტესტები 2016 – პრესკონფერენცია

კომენტარებით: გოჩა სვანიძე და ლევან მაისაშვილი

გოჩა სვანიძე და ლევან მაისაშვილი ივნისის და ნოემბრის ტესტების …

#ნოემბრისტესტებიდღეს, 24 მარტს შევარდენზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ და ბორჯღალოსანთა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც მათ დაასახელეს წლევანდელი ტესტების განრიგი.ივნისის ტესტები: გასვლაზე ოკეანეთში #სამოას (11 ივნისი), #ტონგასა (18 ივნისი) და #ფიჯის (25 ივნისი) წინააღმდეგ.ნოემბრის ტესტები: შინ #იაპონია (12 ნოემბერი), #სამოა (18 ნოემბერი) გასვლა #შოტლანდია (26 ნოემბერი)ვრცლად კომენტარებით გოჩა სვანიძე და ლევან მაისაშვილი

Posted by საქართველოს რაგბის კავშირი / Georgian Rugby Union (Official) on Thursday, 24 March 2016

ტესტების განრიგი დღეს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ბორჯღალოსნების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ოფიციალურად დაასახელეს.

„ოფიციალურად შეგვიძლია გავაჟღეროთ, რომ წელს რაგბის გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება, ხოლო ნაკრებს გამოცდა ელის. ზაფხულსა და შემოდგომაზე ექვსი მაღალი დონის ტესტ-მატჩი გველის – ივნისში ოკეანეთში მივდივართ, ნოემბერში თბილისში ორი თამაში გვაქვს და წელიწადს პირველი დონის შოტლანდიასთან ჯახით დავასრულებთ. ეს უდიდესი გამოწვევაა. „ჩერჩილის თასის“, ბუქარესტისა და თბილისის თასების შემდეგ, ოკეანეთში მგზავრობა ჩვენთვის გაცილებით დიდი შედეგის მომტანი იქნება. ეს ტესტ მატჩები „მსოფლიო რაგბის“ დამსახურებით გვერგო და მათი უზომოდ მადლიერი ვარ“ – პრესკონფერენციის დასაწყისში განაცხადა გოჩა სვანიძემ.

მომავალი მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა ბორჯღალოსანთა ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა:

„მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ერთი წლის განმავლობაში ამდენი სერიოზული ტესტ-მატჩი აქამდე არასდროს გვქონია. „ერთა თასი“ ჩვენს გამოწვევას ვეღარ პასუხობს და ნებისმიერ შემთხვევაში, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს შეხვედრები, სერიოზული პროგრესი გვექნება. კარგია, თუ ივნისის ტესტ-მატჩებისთვის ყველა იმ მოთამაშის გამოძახებას შევძლებთ, ვისაც შემადგენლობაში მოვიაზრებთ.

მომავალი შეხვედრების ფასი ძალიან დიდი იქნება. ამ ეტაპზე ახალგაზრდების გამოცდაც მოხდება, მაგრამ კუნძულებზე გავემგზავრებით გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი გუნდით. შესაძლოა, ვინმე ივნისის ტესტ-მატჩებისთვის შემადგენლობაში არ იყოს, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ოთხწლიან ციკლში შანსს ყველა ის მოთამაშე მიიღებს, ვინც ამას დაიმსახურებს. მომავალ ტურნეზე გამოცდილი მორაგბეების როლი უდიდესი იქნება. ერთბაშად მთელი გუნდის შეცვლა ვერ მოხდება. ამასთან, 20-წლამდელთა ნაკრებს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ტურნირები ელის – ასაკობრივი მსოფლიო თასი, რომელიც მეორე ადგილზეა კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ. მათ ილია მაისურაძე დააკვირდება და მასთან კონსულტაციით გადავწყვეტთ ვინ ამოვწიოთ პირველ გუნდში“.

შემადგენლობაზე

„კლუბებთან მოთამაშეების გამოშვებაზე ჯერ არ გვისაუბრია. მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ ვისზე შეაჩერებენ არჩევანს, გავითვალისწინებთ ჩვენი მოთამაშეების ინტერესსაც, თორემ კლუბებზე საკითხავი არაფერი გვაქვს. ეს ოფიციალური სანაკრებო ფანჯარაა და კლუბს მოთამაშის შეზღუდვის უფლება არ აქვს. მინდა განვაცხადო, რომ არასდროს, არცერთ მოთამაშეს, კლუბის ინტერესები ნაკრების ინტერესებზე მაღლა არასდროს დაუყენებია და დარწმუნებული ვარ ასე იქნება მომავალშიც“ – თქვა სვანიძემ

მომავალ მეტოქეებზე

ლევან მაისაშვილი: „სამოა და ტონგა დამარცხებული გვყავს, მაგრამ ამით მცდარი წარმოდგენა არ უნდა შეგვექმნას. კუნძულელებს მსოფლიოს ნებისმიერი გუნდი ანგარიშს უწევს და თუ არ გაუწევს, აუცილებლად დამარცხდება, რაც არაერთხელ მომხდარა. ნებისმიერ დროს, თუ სათანადოდ არ მოემზადე, მათთან თამაშს ვერ მოიგებ. ჩვენს შემთხვევაში ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რა შემადგენლობით მოვახერხებთ ტურნეზე გამგზავრებას. თუმცა, რა თქმა უნდა, მოგებაზე ვიქნებით ორიენტირებული.

„არაერთხელ მითქვამს, რომ რაგბიში ჩემთვის წარმატების ფორმულაა – ნიჭს + შრომისმოყვარეობა. იაპონია სწორედ შრომისმოყვარეობის მაგალითია. თუ წლების წინ მათ ერთ-ერთი სუსტი შერკინება ჰყავდათ, მსოფლიო თასზე ამ შრომისმოყვარეობის ხარჯზე სამხრეთ აფრიკას რიგ ეპიზოდებში აჯობეს კიდეც. ესაა წესრიგის და დისციპლინის ეტალონი გუნდი.

„შოტლანდიასთან თამაში ჩვენთვის დიდი პატივია. ესაა ტრადიციული გუნდი, რომელიც ვერნ კოტერის ხელში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათოა. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მათ წინაშე ღირსეულად წარვსდგეთ“.

გოჩა სვანიძე: „შოტლანდია ყველაზე ძლიერი მეტოქეა იმ გუნდებს შორის, რომლებსაც წელს ვეთამაშებით. თუ სხვა თამაშებში მწვრთნელებს ახალგაზრდების გამოცდის და ექსპერიმენტების საშუალება ექნებათ, აქ ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ“.

Rugby.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა