ნოიერი: “რომ არა მეკარე…”
მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯის, მანუელ ნოიერის თქმით, რომ არა მეკარე, ის მცველი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, გერმანელი მეკარე ხშირად ტოვებდა საჯარიმოს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელების წინააღმდეგ სწორედ საჯარიმოს გარეთ თამაშობდა.
“მეკარედ თავს მშვენივრად ვგრძნობ. თუმცა, ვფიქრობ, რომ არა მეკარე, მცველი ვიქნებოდი. მე ყველაზე უკან ვდგავარ, შესაბამისად, მცველიც ვარ”, – უთხრა ნოიერმა Squawka-ს.