ნოიერმა ვარჯიში განაახლა (ფოტო)
მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი მეკარის, მანუელ ნოიერის 15-კვირიანი რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება. კლუბის ცნობით, ნოიერმა უკვე განაახლა ვარჯიში.
როგორც იცით, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ დაზიანება აპრილის თვეში, მადრიდის “რეალთან” გამართულ დაპირისპირებაში მიიღო და მას შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე.
ნოიერის არყოფნაში კი კარლო ანჩელოტი ტომ შტარკეს, სვენ ულრაიჰს, ახალგაზრდა რონტორბენ ჰოფმანსა და კრისტიან ფრუჰტლს აძლევდა თავიანთი შესაძლებლობების გამოჩენის შანსს.
შესაძლოა, ნოიერმა შაბათს გასამართ გერმანიის სუპერთასის მატჩში ვერ ითამაშოს, მაგრამ “რეკორდმაისტერის” უფროსები ირწმუნებიან, რომ ის 18 აგვისტოს, “ბაიერ ლევერკუზენის” წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.