ნოლიტო: “ბარსელონას” “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა ვამჯობინე”
“მანჩესტერ სიტის” ახალწვეულმა ნოილიტომ განაცხადა, რომ ამ ზაფხულს “ბარსელონას” წინადადებაზე უარი თქვა და “ეტიჰადზე” გადასვლა ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში “სელტადან” გადავიდა. არაოფიციალური ინფორმაციით, “ქალაქელებმა” მის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გაიღეს.
“არჩევანი “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გავაკეთე. ეს საკითხი ოჯახთან და აგენტთან ერთად განვიხილე და გადაწყვეტილება ორ დღეში მივიღე. ვფიქრობ, რომ ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის ოპტიმალური არჩევანი გავაკეთე. ინგლისში ხოსეპ გვარდიოლას თავკაცობით ვითამაშებ. ჩემი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ.
გამიმართლა, რადგან ადრეულ წლებში ლეო მესისთან ერთად თამაში მომიწია, თუმცა მინდა, რომ ჩემი თამაშით დავტკბე. მსურს, რომ მოედანზე მაქსიმალურად დიდი დრო დავყო. ამიტომაც ავირჩიე “მანჩესტერ სიტი”, – ციტირებს ნოლიტოს სიტყვებს Goal.com-ი.