ნოლიტო – ესპანეთში სექტემბრის საუკეთესო

თარიღი: ოქტომბერი 2, 2015

28 წლის ესპანელი თავდამსხმელი ინდივიდუალური პრიზით დაჯილდოვდა.

პრიმერა დივიზიონის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ნოლიტომ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის პირველ ექვს შეხვედრაში ნოლიტომ მეტოქეთა კარი სამჯერ აიღო და ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში “სელტა” მეოთხე ადგილს 14 ქულით იკავებს.

მსგავსი სიახლეები