ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ისგან 5 მილიონს ითხოვს
ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს სასასამართლოში უჩივის და კომპანიისგან 5 მილიონს ითხოვს.
საქმე ეხება Netflix-ის მიერ გადაღებულ “ლაზიერის გამბიტს”, რომელიც 1983 წლის ნოველაზე არის დაფუძნებული. გამოგონილი პერსონაჟი ბეტი ჰარმონი, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, ამარცხებს რუსეთის საუკეთესო მოთამაშეებს 1960 წლის ცივი ომის დროს.
მაგრამ ერთი პრობლემაა, რომელსაც ნონა გაფრინდაშვილი აღწერს.
ბოლო ეპიზოდში, ჭადრაკის კომენტატორი ჰარმონზე ამბობს: “ერთადერთი უჩვეულო რამ მის შესახებ, არის მისი სქესი და ეს უნიკალური მაინც არ არის რუსეთში. იქ არის ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა კაცებს არასდროს შეხვედრია”.
ნონას ადვოკატი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია, გარდა ამისა სექსისტური და დამამცირებელია. 1969 წლისთვის, გაფრინდაშვილი 59 კაც მოჭადრაკესთან იყო შენახვედრი, მათ შორის, 10 დიდოსტატთან.
“Netflix-მა განძრახ მოიტყუა გაფრინდაშვილის შესახებ, რათა იაფფასიანი და ცინიკური დრამა შეექმნათ რეიტინგის ასაწევად. გარდა ამისა, გაფრინდაშვილი Netflix-მა რუსად მოიხსენია, როცა იცოდა, რომ ქართველი იყო და საქართველო რუსეთის დომინაციის ქვეშ იყო საბჭოთა კავშირის დროს”, – აცხადებს ადვოკატი.
გაფრინდაშვილი კომპანიისგან 5 მილიონს ითხოვს. გარდა ამისა, ითხოვს წაიშალოს განცხადება, რომ მას კაცების წინააღმდეგ არასდროს უთამაშია. სარჩელი კალიფორნიის სასამართლოში გუშინ შევიდა.
Netflix-ის წარმომადგენელი გამოეხმაურა გაფრინდაშვილის ბრალდებას: “კომპანიას უკიდურესად დიდი პატივისცემა აქვს ქალბატონი გაფრინდაშვილის მიმართ, მაგრამ გვჯერა, ამ ბრალდებას არავითარი საფუძველი არ გააჩნია და ჩვენ დავიცავთ ჩვენს პოზიციას”.
გაფრინდაშვილი მსოფლიოს, ევროპის, ოლიმპიადის და უამრავი სხვა ტურნირის მრავალგზის გამარჯვებულია.