“ნორვიჩი” ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა
“მიდლსბროსთან” მოგებული ჩემპიონშიპის პლეიოფის შემდეგ “ნორვიჩის” ხელმძღავნეობამ პრემიერლიგისთვის დაიწყო მზადება.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობი გუნდის შემადგენლობაში აღარ ითამაშებენ: ხავიერ გარიდო, კარლოს კუელიარა, მარკ ბანი და ლუსიანო ბეკიო. მათთან ერთად წავიდნენ ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები კაილ კალან-მაკფადენი და სემ კელი.
ექვსევე ფეხბურთელმა “ნორვიჩი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.