“ნორვიჩი” სახლში “ჩელსისთან” დამარცხდა
ლონდონის “ჩელსი” სტუმრად “ნორვიჩ სიტის” ეწვია და ანგარიშით 1-3 დაამარცხა.
პირველი გოლი მეოთხე წუთზე გავიდა. ახალგაზრდა ოსკარმა უძლიერესად დაარტყა, თუმცა მასპინძელთა გოლკიპერმა ამ ბურთის მოგერიება ვერ შეძლო.
შეხვედრა დიდხანს მიმდინარეობა უგოლოდ, მაგრამ 68-ე წუთზე პილკინგტონმა ანგარიშის გათანაბრება თავით შეძლო.
85-ე წუთზე “არისტოკრატებმა” ბრწყინვალე კონტრშეტევა წამოიწყეს. ოსკარმა ედენ აზარს გადასარევი გადაცემა გაუკეთა, რის შემდეგაც ბელგიელმა კარისკენ უძლიერესად დაარტყა. რადიმ ბურთის აღება შეძლო, თუმცა დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ ბურთი გაუვარდა და კარში შეუვარდა.
ზუსტად ერთ წუთში სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. მათ მორიგი კონტრიერიში წამოიწყეს და ბრაზილიელმა ვილიანმა გასაოცარი ბურთის გატანა შეძლო.
ამრიგად, “ნორვიჩის” წინააღმდეგ “ჩელსიმ” მორიგი სამი ქულის მოპოვება შეძლო.
“ნორვიჩი” 1:3 “ჩელსი”
გოლები: პილკინგტონი, 68 – ოსკარი, 4, აზარი, 85, ვილიანი, 86.
“ნორვიჩი”: რადი, მარტინი, ტერნერი, ბასონგი, ოლსონი, სნოდგრასი (რედმონდი, 81), ტეტეი, ჰოუსონი, ფერი, პილკინგტონი, ვან ვოლსფინკელი (ჰუპერი, 73).
“ჩელსი”: ჩეხი, ივანოვიჩი, დავიდ ლუისი, ტერი, ეშლი კოული (აზარი, 75), რამირესი, ლამპარდი, შურლე, მატა (ვილიანი, 81), ოსკარი, ბა (ეტო’ო, 74).
გაფრთხილება: ტეტეი – ოსკარი.
სანდრო საპანაძე