“ნორვიჩმა” “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა! “ლივერპულამდე” სხვაობა ხუთი ქულაა (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 15, 2019

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის მთავარი სენსაცია “ქეროუ როუდზე” დაფიქსირდა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში ახლადაღზევებულმა “ნორვიჩმა” “მანჩესტერ სიტის” დამარცხება შეძლო.

მატჩი “მანჩესტერ სიტის” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა “იადონებმა” ყველაფერი ზუსტად გათვალეს, რამაც ასეთი შედეგი განაპირობა. ანგარიში შეხვედრის მე-18 წუთზე კენი მაკლინის გოლით გაიხსნა, რასაც ათიოდე წუთში ტეემუ პუკის ბრწყინვალე პასით კენტველის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა.

გაშვებული ორი გოლის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” ზეწოლას უფროდაუფრო აძლიერებდა, რამაც შედეგი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიღო – გოლი სერხიო აგუერომ გაიტანა.

მეორე ტაიმში თავად ტეემუ პუკიმ შეძლო შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობის აღდგენა, რის შემდეგაც პეპ გვარდიოლამ თამაშში კევინ დე ბრუინი და გაბრიელ ჟეზუსი ჩართო. 88-ე წუთზე ტიმ კრულის კარში გოლი როდრიმ გაიტანა, რითიც “ქალაქელები” თამაშში დაბრუნდნენ. თუმცა, დიდი ზეწოლის მიუხედავად “ნორვიჩმა” ანგარიშის შენარჩუნება შეძლო – 3:2.

ასე რომ, პრემიერ ლიგის 5 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში “ლივერპული” უდგას 15 ქულით. “მანჩესტერ სიტი” კი ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ტიბო კურტუას სეივი “ბეტისთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო thibaut courtois saving for fun asThings Chelsea fans won't love to see pic.twitter.com/lQb7UBfuPm […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიმ” “ვესტ ბრომვიჩთან” სამბურთიანი სხვაობა აღმოფრხვა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მესამე ტურის ეგიდით “ვესტ ბრომვიჩი” და ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდა. სლავენ ბილიჩისა და ფრენკ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ბრაიტონი” ბოლო წამზე დანიშნული პენალტით და

პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის მესამე ტური “ბრაიტონისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაძაბულმა დაპირისპირებამ გახსნა. მოედა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი გუნდიდან სუარესის გაშვებაზე: “ჩვენ ასე გადავწყვიტეთ”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გუნდიდან ლუის სუარესის გაშვების შესახებ კომენტარი გააკეთა. ცნობილია, რომ ურუგვაელ [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” კიეზას ტრანსფერზე მუშაობს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები სერიოზულად ინტერესდებიან ფედერიკო კიეზას ტრანსფერით. ამ ინფორმაციას Sky Italia ადასტურებს. როგორც ცნობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რანგნიკი: “ჰავერცი თანამედროვე იოჰან კრუიფია”

“ლაიფციგის” ყოფილმა თავკაცმა, რალფ რანგნიკმა, კაი ჰავერცთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა. “ჰავერცი ერთ-ერთია ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვარანზე გადაღებული ფილმი როტერდამის კინოფესტივალზე მოხვდა

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ცენტრალურ მცველ რაფაელ ვარანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი როტერდამის კინოფესტივალზე მოხვდა. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების თილისმა, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია!

საქართველოს ნაკრების თილისმა, კაცი, რომელსაც ყველა ქართველი გულშემატკივარი იცნობს, ოთარ მამასახლისი უკიდურეს გაჭირვებაშია. მამასახლისი, რომელიც [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ყველაზე სექსუალურმა სპორტსმენმა “დორტმუნდი” ავარჯიშა (ფოტო)

გერმანელმა მორბენალმა ალისა შმიდტმა დორმტუნდის “ბორუსიას” ფიზიკური მზადების პროცესში მონაწილეობა მიიღო. კლუბმა 21 წლის სპორტსმენი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება მარიო ბალოტელის საცოლე (ფოტო)

იტალიელი ფეხბურთელის, მარიო ბალოტელის რჩეული იტალიელი სატელევიზიო ვარსკვლავი ალესია მესინაა. ისინი ერთმანეთზე უკვე დაინიშნენ. იხილეთ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუარესმა “ატლეტიკოში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

დღეს ლუის სუარესმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში პირველი ვარჯიშიც ჩაატარა. ურუგვაელი ფეხბურთელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძე “ტენერიფეს” ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას “ტენერიფეში” გააგრძელებს. კაკაბაძე “ტენერიფეს” შვეიცარიული “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი სათამაშოდ პრემიერლიგიდან პორტუგალიაში გადავიდა

ფაიქ ბოლკიაჰი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ფეხბურთელად ითვლება, “ლესტერ სიტიდან” “მარიტიმუში” გადავიდა. 22 წლის ნახევარმცვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილის პირველი კომენტარი “რეალის” დატოვების შემდეგ

გარეტ ბეილმა მადრიდის “რეალიდან” “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “არაფერს ვნანობ, მე უბ...
წაკითხვა