“ნოვაკ ჯოკოვიჩი განცხადების გაკეთებას აპირებს”
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ რადიო “უცნობში” სტუმრობისას განაცხადა, რომ შესაძლოა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ქართველი ჩოგბურთელის მხარდასაჭერად განცხადება გააკეთოს.
“ქალბატონი ნეკა ერთ-ერთ ჩემპიონატზე ჩავიდა კონსპირაციულად, სადაც მოხდა არასასიამოვნო დიალოგი. ეს ცნობილი გახდა ამ ჩემპიონატის დირექციისათვისაც, დირექცია ამ საქმეში ჩაერია, ქალბატონ ნეკას გაუუქმეს აკრედიტაცია და ის დაცვით გამოიყვანეს კორტებიდან.
ბატონ ნიკოლოზს დაუკავშირდნენ მისი მეგობრები [უცხოელები], ძალიან ცნობილი ადამიანები. ნოვაკ ჯოკოვიჩიც აპირებს Twitter-ზე გააკეთოს განცხადება და მხარდაჭერა გამოუცხადოს ბასილაშვილს.
ბატონი ნიკოლოზი მინიმუმ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა. მან მითხრა, რომ ბევრი მის ადგილას სპორტს თავს საერთოდ დაანებებდა, რადგან ის ამბობს, რომ ამჟამინდელი რეიტინგის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ის მუდმივად დასტრესილი იყო და მუდმივად, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ მისი მეუღლის ადვოკატები ურეკავდნენ. იყო ასეთი შემთხვევა – უიმბლდონის ერთ-ერთი თამაშის წინ, ღამის 2 საათზე ადვოკატებმა დაურეკეს და იყო კატეგორიული მოთხოვნა, იმ დროს გადაეგზავნათ სარჩელი და ეთქვათ, რომ დაყადაღებული ჰქონდათ ყველაფერი”, – ამბობს ჭკადუა.