ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: “ჩემი შვილი თავისუფალი სამყაროს სპარტაკი გახდა”
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის მთავრობამ საზღვარზე აუცრელობის გამო არ გადაუშვა, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის ღია პირველობისგან უფლება ჰქონდა მიღებული აცრის გარეშე გამოსულიყო ტურნირზე.
ჯოკოვიჩი მესაზღვრეებმა შეაჩერეს და თუ სასამართლომ განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიიღო, სერბეთში დაადეპორტებენ.
“დღეს მათ შეუძლიათ ის საპყრობილეში ჩააგდონ, შემდეგ ბორკილები დაადონ. სიმართლე ისაა, რომ ნოვაკი, როგორც წყალი ისეა და წყალი კი თავის გზას ყოველთვის მოძებნის. ჯოკოვიჩი ახალი სამყაროს სპარტაკია, რომელიც არ შეურიგდება უსამართლობას, კოლონიალიზმს და ფარისევლობას”, – განაცხადა მსოფლიოს ნ1 ჩოგბურთელის მამამ, სდრიან ჯოკოვიჩმა.
საინტერესოა, რომ ATP-ის რეიტინგის პირველი 5 ჩოგბურთელი(ჯოკოვიჩი, მედვედევი, ზვერევი, ციციპასი, რუბლევი) კოვიდ ვაქცინის გაკეთებას ეჭვით უყურებენ.