ნუგზარ ტატალაშვილი თბილისის გრან პრის ჩემპიონია! (ვიდეო)

თარიღი: მარტი 27, 2016

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დასრულდა ძიუდოს მეორე საშეჯიბრო დღე, სადაც მედლებისთვის 4 წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძოდნენ. ვაჟებმა საუკეთესოები 73 და 81, ხოლო ქალებმა 63 და 70 კილოში გამოავლინეს. შეჯიბრებაში 9 ქართველი ძიუდოისტი ჩაება, 8 ვაჟი და ერთი გოგონა – საქართველოს სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელი ესტერ სტამი, ვინც პირველივე წრეში ებრაელ ლიორ ვინდიკანთან შებოჭვაზე მოჰყვა და ბრძოლას გამოეთიშა. ვაჟებიდან მედლისთვის 5 კაცი იბრძოდა და მათგან 4-მა მედალი დაისაკუთრა.

73 კილოს მედალოსნები თითქმის მთლიანად ქართველებით დაკომპლექტდა, აქ ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა ნუგზარ ტატალაშვილმა, ვინც მონღოლი ოდბაიარ განბაატარი შეხვედრის ბოლოს გატეხა და ჯერ ვაზარი აუღო, მერე კი ბოჭვაზეც დაიჭირა. ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან გამართა და ულამაზესი გდებით დააიპონა.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ფრიდონ გიგანმაც და ბერძენ გეორგიოს აზოიდისს ბოლო წამებზე აღებული ვაზარით აჯობა.

81 კილოში ფინალში გასული ლევან გუგავა რუს ალან ხუბეცოვთან თავის დაწყებულ ილეთზე წამოეგო და იპონით წააგო.

ამ წონაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ზებედა რეხვიაშვილი ბერძენ რომან მაუსტოპულოსს დაუპირისპირდა და გაფრთხილებით უგებდა, მაგრამ ბოლო წამებზე ენერგიისგან დაცლილმა იპონი გაუშვა და მედალი მეტოქეს დაუთმო.

ამრიგად, ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი აქვს და გუნდურ ჩათვლაშიც ლიდერობს.

ხვალ, ტურნირის დასკვნითი დღის შეჯიბრება ჩატარდება და მედალოსნები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. გოგონები ჩემპიონების ვინაობას 78 და +78 კილოში, ხოლო ვაჟები 90, 100 და +100 კილოში გაარკვევენ.

წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან, ფინალური ბლოკის შეხვედრები კი 17:00 საათიდან დაიწყება, გადამწყვეტი ორთაბრძოლების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი შემოგვთავაზებს.

ნუგზარ ტატალაშვილი თბილისის გრან პრის გამარჯვებულია!ტატალაშვილმა მონღოლი ძიუდოისტი იპონით დაამარცხა…

Posted by Fanebi.Com on 2016 წლის 26 მარტი, შაბათი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

საოცარი ილეთი! ახალკაცმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი დაამარცხა (ვიდ

მაროკოში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 18 ოქტომბერი ქართველებისათვის წარმატებული გამოდგა. 81 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

27 წლის ამერიკელი მოკრივე რინგზე მიღებული ნოკაუტის შემდეგ გარდაიცვალა (ვიდეო)

ცნობილი ამერიკელი მოკრივე პატრიკ დეი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, პატრიკი ჩარლზ კონველთან ბრძოლისას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ მიულოცეს ტოჩინოშინს დაბადების დღე თანაგუნდელებმა (ვიდეო)

13 ოქტომბერს ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი 32 წლის გახდა. ცხადია, მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პეტრ ჩეხის დებიუტი ჰოკეის კლუბში (ფოტო, ვიდეო)

ლონდონის “ჩელსისა” და “არსენალის” ყოფილ მეკარეს, პეტრ ჩეხს ჰოკეიში დებიუტი ჰქონდა. ჩეხმა სპორტსმენმა კონტრაქტი ინგლისის [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

‘ვერ დავუშვებთ გამონაკლისს’ – საგინაშვილს სპორტის მართვისა და განვითარებ

წარმატებული ქართველი მკლავჭიდელი, მსოფლიოს 7-გზის და ევროპის 6-გზის ჩემპიონი ლევან საგინაშვილი სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლაზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორი ხაბიბს: “მოდი, მოსკოვში ვიცეკვოთ, პატარავ”

MMA-ს მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ერთი წლის წინ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გამართული […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა გააკეთა ქართველმა სუმოისტმა ფინალში რუსთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

უნგრეთში მიმდინარე სუმოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 18-წლამდე სპორტსმენებს შორის, აბსოლუტური წონითი კატეგორიის ფინალში ზურა წიქორიძემ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

აწევს თუ არა ლაშა ტალახაძე ლარის კურსს? – მსოფლიო ჩემპიონის პასუხი (ვიდეო)

28 სექტემბერს საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. სპორტსმენებს აეროპორტში ბევრი [&hell...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიგა ჭიკაძე და ბრენდონ დევისი ერთმანეთის პირისპირ (ვიდეო)

28 სექტემბერს UFC-ში გიგა ჭიკაძის დებიუტი შედგება. ქართველი მებრძოლი კოპენჰაგენში ამერიკელ ბრენდონ დევისს დაუპირისპირდება. ორთაბრძოლამდე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოეხმაურა ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობას?

ცნობილი ირანელი ძალოსანი ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის მიერ ტაილანდში მოპოვებულ მსოფლიო ჩემპიონობას გამოეხმაურა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)

27 სექტემბერს, ტაილანდში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჩიქოვანის გუნდის პირველი მოგება

რუმინეთის ხელბურთის ჩემპიონატში 4 ტური გაიმართა და მხოლოდ მეოთხეში მოიგო პირველი მატჩი შარშანდელმა ვერცხლის პრიზიორმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი: “ეს ჩემი მომდევნო დიდი მიზანია!”

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ზურაბ დათუნაშვილი: “საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა უარი განუცხადა სერბუ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 28 წლის […...
წაკითხვა
სხვადასხვა

ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონია – ქართველმა მოჭიდავემ რუსეთის ნაკრების წევრი დაამარცხ

22 სექტემბერს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 61 კგ. […]...
წაკითხვა