ნუნუ ეშპირიტუ: “ხელით თამაშის წესი უნდა შეიცვალოს”
“ვულვზის” მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ კიდევ ერთხელ ემხაურება წესებში სეზონის დაწყებამდე შესულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც ხელზე უნებლიედ მოხვერის შემდეგ გასული გოლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს.
“ამ წესს აუცილებლად უნდა გადახედონ. მწვრთნელები, ფეხბურთელები, ფანები, ყველანი ვთანხმდებით, რომ ასე არ უნდა იყოს და როდესაც ასე ხდება, მათ შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ.
ჩვენ არ ვსაუბრობთ ვიდეორეფერიზე, არამედ ხელით თამაშის წესზე. წესებში ასეთი შეცდომები არ შეიძლება იყოს. ჩვენი გზავნილი ყველასათვის ნათელია, ასე არაა? ნათელი და ხმამაღალია.
ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ფანები თამაშობენ. სწორედ ფანები აძლევენ ყველაფერს აზრს. თუ გულშემატკივრები ბედნიერები და კმაყოფილები არ არიან, ეს ცუდ რაღაცაზე მიგვანიშნებს,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.