ნუნუ ეშპირიტუ სანტუ: “ხალხი იღუპება, ამ დროს კი ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ”
“ვულვზის” მთავარი მწვრთნელი, ნუნუ ეშპირიტუ სანტო უკმაყოფილოა იმით, რომ მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საფეხბურთო მატჩები მაინც ტარდება.
გუშინ, ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ვულვზი” სტუმრად “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
“აანალიზებ, რა ხდება მსოფლიოში, ხალხი იღუპება, ამ დროს კი ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ. ეს აბსურდია”, – თქვა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ.
"You realise what's happening worldwide, people are dying, now we have to play a game of football?"
"It's absurd."
Wolves boss Nuno Espirito Santo is not happy that his side are being made to play Olympiacos tonight. pic.twitter.com/efGYOs2Ide
— Football on BT Sport (@btsportfootball) March 12, 2020