ნურმაგომედოვი 50 Cent-ის წინააღმდეგ: ასეთი რამ აღარ თქვა!
რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა რეპერმა, 50 Cent-მა განაცხადა, რომ ის 2 მილიონ დოლარს გადაიხდის, თუ ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ის დატოვებს და ბელატორში გადავა. რეპერის ამ განცხადებას ნურმაგომედოვის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ხაბიბი UFC-ის 50 მილიონ დოლარზე ნაკლებად არ დატოვებს.
“2 მილიონ დოლარად კოკა-კოლის ბოთლსაც კი არ გავხსნით. ხაბიბი დიდ თანხას გამოიმუშავებს, ამიტომ მხოლოდ 50 მილიონზე ან უფრო მეტზე ვისაუბრებთ. 2 მილიონი? ეს ნაგავია”, – განაცხადა ალი აბდელაზიზი.
როგორც ჩანს, აბდელაზიზის სიტყვებმა 50 Cent-ი გააღიზიანა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“ცუდი წარმომადგენლის კიდევ ერთი მაგალითი. იაფასიან სამოსში გამოწყობილი ეს სულელი დიდ ფულზე ლაპარაკობს. ჩაქოლეთ”, – დაწერა 50 Cent-მა ინსტაგრამში.
რეპერის ეს განცხადება თავად ნურმაგომედოვსაც არ მოეწონა, მან 50 Cent-ს ასე უპასუხა: “ჩემს ძმაზე ცუდად არასოდეს ისაუბრო.”