ნურმაგომედოვის პრესკონფერენცია მაკგრეგორთან გამარჯვების შემდეგ
ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. დაღესტნელმა მებრძოლმა ბრძოლის დასრულების შემდეგ მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.
“პირველ რიგში, მინდა სპორტსმენთა კომისიას და ლას ვეგასს ბოდიში მოვუხადო. რაც ბრძოლის დასრულების შემდეგ მოხდა, ჩემი საუკეთესო მხარე არ არის. მეც ადამიანი ვარ. არ მესმის, რატომ ლაპარაკობს ხალხი იმაზე, რომ მე ოქტაგონიდან გადავხტი, მაშინ, როცა მაკგრეგორი ჩემს რელიგიაზე, ჩემს ქვეყანაზე, მამაჩემზე საუბრობდა. რატომ არ საუბრობთ იმაზე, რომ ის ჩემს ავტობუსს თავს დაესხა და ლამის რამდენიმე ადამიანი მოკლა? მამაჩემმა მასწავლა, რომ სხვებს პატივი უნდა ვცე. ყველამ, ვისთანაც ერთად ვვარჯიშობ, იციან, ვინ ვარ.
MMA-ში მედია შეიცვალა. ეს ის სპორტია, სადაც ერთმანეთს პატივს უნდა სცემენ და აქ ბინძური საუბარი არ უნდა იყოს. მე უკვე გითხარით, რომ ამის შეცვლა მინდა. არ მსურს, ხალხი ერთმანეთზე სიბინძურეებს ამბობდეს. სხვის რელიგიაზე, ეროვნებაზე არ უნდა საუბრობდე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მადლობა, ამდენი ხანი რომ მიცდიდით. ვიცი, სახლში რომ მივალ, მამაჩემი მცემს. ბოდიში ნევადას, ბოდიში ვეგასს. მე მსუბუქი წონის დაუმარცხებელი ჩემპიონი ვარ. პუტინმა სულ ცოტა ხნის წინ დამირეკა, მან მომილოცა და მითხრა, რომ ჩემით ძალიან ამაყობს”, – განაცხადა ნურმაგომედოვმა.