ობამეიანგი „ბორუსიაში“ კმაყოფილია
„ბორუსიას“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეინგმა დორტმუნდულ კლუბში თამაშის შესახებ ისაუბრა.
„აქ ძალიან ბედნიერი ვარ. ხალხი აქ ისეთად აღმიქვამს, როგორიც ვარ. დორტმუნდი ჩემთვის მეორე სახლი გახდა.
გუნდებში, რომლებშიც აქამდე მითამაშია, ბევრი ვისწავლე, რაც უკეთეს ფეხბურთელად გამხადა. ყოველი გოლი ჩემთვის როგორც პირველია. ამ გულშემატკივრების წინაშე თამაში განსაკუთრებული მოვლენაა. ვფიქრობ, მწვერვალს ჯერ კიდევ არ მივაღწიეთ.
ჩემ წინაშე პირად მიზნებსაც ვაყენებ – ეს მნიშვნელოვანია. მას შემდეგ, რაც დორტმუნდში ვთამაშობ, ყოველწლიურად ვუკეთესდები“, – ციტირებს ობამეიანგს Goal.com-ი.
აქვე გეტყვით, რომ ობემეიანგი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის ვერსიით, წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოგების კანდიდატთა შორისაა.